დასვენების დღე და სამზადისი მეორე რაუნდისთვის
დასვენების დღე და სამზადისი მეორე რაუნდისთვის
23.06.2023
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

დღეს, ევროპის 21-წლამდეთა ჩემპიონატზე შესვენებაა. უფრო ზუსტად, ე.წ. მეორე სათამაშო დღის დაწყებამდე, რუტინული მოსამზადებელი პერიოდი - მატჩისწინა პრესკონფერენციები და ვარჯიშები, სადაც ამ უკანასკნელზე, მხოლოდ პროტოკოლით გათვალისწინებული 15 წუთი შეგიძლია დაესწრო და როგორც ჩემი ერთი კოლეგა იტყვის, „აერობიკა" ანდა, სულაც მხოლოდ, მწვრთნელის დავალებების მიცემის პროცესი გადაიღო. ასეთი 15 წუთიც აუთვლიათ. ამიტომ, უჟმურ ამინდში, თანაც წერეთელზე, მართალია სახელდახელოდ გადაგებულ გზაზე, თუმცა, იმ მონაკვეთამდე ყელამდე ტალახში სიარულს, სახლში მშვიდად ჯდომა და განვლილი პირველი სათამაშო დღისა და მომავალი მატჩების მოსამზადებელი ეტაპის შესახებ, ამ სტატიის მომზადება უეფა-ს მედია პორტალის დახმარებით გადავწყვიტე.


თუმცა, ვიდრე უშუალოდ მომდევნი ტურის შესახებ ვილაპარაკებ, თვალი გადავავლოთ, პირველი სათამაშო დღის შემდეგ, რა ვითარებაა ჯგუფებში.


ჩემპიონატში, რომელსაც საქართველო და რუმინეთი მასპინძლობენ, ოთხი ჯგუფია. საქართველოში A და C ჯგუფები, თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში ასპარეზობენ. რუმინეთში კი,  B და D ჯგუფები იბრძვიან ფინალური საგზურისთვის.


ფოტო - თამარ ჯიშკარიანი


დავიწყოთ საქართველოთი და თბილისით, რადგან პირველი სათამაშო დღის პირველი თამაშები სწორედ ჩვენი ქვეყნის დედაქალაქში გაიმართა. ქართველმა ახალგაზრდებმა, „დინამო არენაზე" მოინდომეს და პირველი ტაიმის მიწურულს გიორგი გაგუასა და საბა საზონოვის გოლების წყალობით 2-0 მოიგეს, თანაც სადებიუტო ევროპის ჩემპიონატი გამარჯვებით დაიწყეს.  ამ შეხვედრის პარალელურად ვაკეში, მიხელ მესხის სტადიონზე ბელგიისა და ნიდერლანდების ნაკრებების დაპირისპირება წვიმიანი ამინდის მიუხედავად მშრალად ფრედ, 0-0 დასრულდა. შესაბამისად, დღევანდელი სატურნირო მდგომარეობით A ჯგუფს, სწორედ საქართველო ლიდერობს 3 ქულით, თითო-თითო ქულა აქვთ ბელგიისა და ნიდერლანდების ნაკრებებს. ჯგუფის ფავორიტად შერაცხული პორტუგალია კი, ჯერ-ჯერობით ბოლო, მე-4 ადგილზეა. არაა გამორიცხული, ამ ჯგუფში სწორედ მეორე ტური აღმოჩნდეს გადამწყვეტი.


ფოტო - გიორგი არჯევანიძე


თუმცა ისევე, როგორც C ჯგუფში, რომლის თამაშებიც პარალელურად ბათუმსა და ქუთაისში გაიმართა და მიუხედავად იმისა, რომ ჯგუფში გერმანიაა, არც ინგლისელები არია ხელწამოსაკრავი. სხვათა შორის, ჯგუფური ეტაპის დასრულების შემდეგ, 1/4 ფინალში, ერთმანეთს სწორედ A და C ჯგუფის პირველი და მეორე ადგილზე გასული გუნდები გადაეკვეთებიან ერთმანეთს - A1/C2 და C1/A2. რაც შეეხევა შეხვედრებს - ბათუმში, ჩეხეთისა და ინგლისის დაპირისპირება ინგლისელთა გამარჯვებით 0-2 დასრულდა. ამ შეხვედრაში გოლი 47-ე წუთზე რემზიმ გახსნა, თუმცა, მისმა გუნდმა მშვიდად თავი მხოლოდ, მას შემდეგ იგრძნო, რაც მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში ჩეხეთის კარი მეორედ აიღო შეცვლაზე შემოსულმა სმისროუმ გაიტანა.


ფოტო - Photo by Alex Caparros - UEFA/UEFA via Getty Images


ამ ჯგუფის მეორე დაპირისპირებაში, თავსხმა წვიმაში, ქუთაისში რამაზ შენგელიას სტადიონზე გაიმართა. შეხვედრაში იყო ყველაფერი გოლები, რომლებიც პირველ ტაიმში გავიდა, ანგარიში მე-20 წუთზე ისრაელის ნაკრებმა ტურგემანის გოლით გახსნა. 26-ე წუთზე კი, ბისეკმა მოახერხა გათანაბრება. იყო 2 გაცუდებული პენალტი, 10 კაცით დარჩენილი ისრაელის ნაკრები და ბევრი ყვითელი ბარათი. საბოლოოდ, გერმანელებმა, ევრო-2023 მხოლოდ ერთი ქულით დაიწყეს. და ამ ჯგუფშიც, ისევე, როგორც A-ში, დიდი ალბათობით, სწორედ, მეორე ტური დაალაგებს ყველაფერს.


ფოტო - თამარ ყულუმბეგაშვილი


რაც შეეხება რუმინეთში ჩატარებულ შეხვედრებს, აქ B და D ჯგუფებს 3-3 ქულით ორ-ორი ლიდერი ჰყავს, გახსნითი შეხვედრები B ჯგუფში ესპანეთისა და უკრაინის 21-წლამდებმა მოიგეს, ესპანეთმა 0-3 სძლია მასპინძელ რუმინეთს, უკრაინამ კი, 2-0 ხორვატია დაამარცხა.


D ჯგუფში გახსნით შეხვედრებში ერთნაირი ანგარიში 1-2 დაფიქსირა. შვეიცარიამ ნორვეგიას, საფრანგეთმა კი, იტალიას მოიგო.


და ბოლოს, აღსანიშნავია ისიც, რომ წილისყრით, სწორედ, საქართველოში უწვეთ ასპარეზობა 21-წლამდეთა 2021 წლის ევროს ფინალისტებს, მოქმედ ჩემპიონს გერმანიასა და ვიცე-ჩემპიონ პორტუგალიას, რომელთა შეხვედრას, სხვათა შორის, ქართველი, გიორგი ყურაშვილის სჯიდა.


რაც შეეხება მომდევნი ტურის მატჩებს - მეორე სათამაშო დღეს სტარტი ხვალ მიეცემა, განრიგი კი ასეთია:

24 ივნისი

საქართველო / თბილისი

20:00 / საქართველო - ბელგია / დინამო არენა

20:00  /პორტუგალია - ნიდერლანდები / მიხეილ მესხი

რუმინეთი / ბუქარესტი

20:00  / რუმინეთი - უკრაინა

22:45  / ესპანეთი - ხორვატია

25 ივნისი

საქართველო  / ქუთაისი

20:00 / ინგლისი - ისრაელი

საქართველო / ბათუმი

20:00 / ჩეხეთი - გერმანია

რუმინეთი / ბუქარესტი

20:00  / შვეიცარია - იტალია

22:45 / ნორვეგია -საფრანგეთი


დარჩით ჩვენს გვერდზე და თვალი ადევნეთ ევროპის 21-წლამდეთა ჩემპიონატს.



სტატიაში გამოყენებულია თამარ ყულუმბეგაშვილის (c) UEFA, გიორგი არჯევანიძის (c) UEFA  და Alex Caparros - UEFA/UEFA via Getty Images ფოტოები