ფრე ცუდი შედეგი არ იქნება, თუმცა მოგებით დაწყებას გეგმავენ...
ფრე ცუდი შედეგი არ იქნება, თუმცა მოგებით დაწყებას გეგმავენ...
20.06.2023
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

თბილისში, „დინამო არენაზე" ევროპის 2023 წლის ახალგაზრდული ჩემპიონატის ოფიციალურ გახსნამდე პირველი პრესკონფერენცია გაიმართა. პირველი შეკითხვებს პორტუგალიის ახალგაზრდული ნაკრები კაპიტანმა გასცა პასუხი.


„ჩვენ მომზადებულები ვართ ამ ჩემპიონატისთვის და მნიშვნელოვანია, რომ დავიწყოთ მოგებით. ამასთან ეს უნდა იყოს პირველი მოგებული თამაში, თუმცა, ვიცით, რომ არ იქნება, მარტივი, რადგან საქართველოს აქვს უპირატესობა - ის, თამაშობს სახლში. ამის საპირისპიროდ ჩვენ გვაქვს ჩვენი ხარისხის იმედი. ფაბიო გვაკლია, ვუსურვებ გამოკეთებას. თუმცა მის გარეშეც გვყავს კარგი მოთამაშეები და დაგვეხმარებიან მოსაგებად.




მიუხედავდა იმისა რომ 4-1 მოვიგეთ, არ იყო იოლი თამაში. ქართული შეკრული, ძლიერი გუნდი იყო და გვიხდებოდა ფიქრი, როგორ შევსულიყავით მათ ტერიტორიაზე. შემადგენლობა იყო სხვა და ძალა იყო. კვარაცხელია დიდი ფეხბურთელია, თუმცა ის რომ ხვალ არ იქნება, ჩვენ ვერ ვხედავთ რაიმე სანერვიულოს.


რთული ჯგუფია და რა თქმა უნდა არის ზეწოლა ჩვენზე. ვგრძნობთ პასუხისმგელობას და ამით გვეამაყება. მეამაყება რომ კაპიტანი ვარ და ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ ჩემპიონობისთვის. თუმცა, ჯერ ხვალინდელი შეხვედრაა. დანარჩენზე შემეგ ვიფიქრებთ", - ამბობს ტიაგო დანტასი.


ამის შემდეგ, ნაკრების მთავარი მწვრთნელის ჯერიც დადგა. საუბარი, კვარაცხელიას თემით გაგრძელდა. პორტუგალიური მედია ფიქრობს, რომ გუნდში „კვარას" არ ყოფნა, არა მხოლოდ მათთვის, ბევრი ნაკრებისთვის შვებაა. ბუნებრივია იტალიის სერია A-ს საუკეთესო ფეხბურთელი არყოფნა პორტუგალიელთათვის ხელშემწყობია. თუმცა, საქართველოს ნაკრების მოწინააღმდეგეთა მთავარი მწვრთნელი თვლის, რომ ყველა ასაკობრივ ნაკრებში, ეროვნული ნაკრების მოთამაშეთა სიჭარბე დამატებითი ძალაა.




„საქართველომ კარგად მიგვიღო, კარგად ორგანიზებულია. ნაკრებს რაც შეეხება, კარგად ვიცნობთ, მათ შემადგენლობას. ვიცით, რომ ეხმარება რამდენიმე ფეხბურთელი ეროვნული ნაკრებიდან. გუნდი ფიზიკურად ძლიერი, კარგი პასები, აგრესიული ფეხბურთელები, ვიცით, რომ ხვალინდელი თამაში არ იქნება იოლი. ამიტომ, თქვენს კითხვაზე ვუპასუხებ, რომ ფრე ცუდი შედეგი არი იქნება თუმცა, სხვადასხვა ფეხბურთს თამაშობს ჩვენი გუნდები, საქართველოს ნაკრებში, ფიზიკურად ძლიერი ფეხბურთელები ჰყავთ, მაგრამ ჩვენ ტექნიკურად ძლიერები. კარგი იქნებოდა, რომ არ გვყოლოდა ტრავმირებულები, რამაც გავლენა მოახდინა ჩვენს შემადგენლობაზე, თუმცა ვინც დავიმატეთ, ისინიც მზად არიან და მათი იმედი გავქვს", - ამბობს   რუი ჟორჟე დე სოუსა დიას მაჩედო.


ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე, პორტუგალიის ნაკრებმა ერთკვირიანი  შეკრება გაიარა. საწვრთნელ პროცესს ეხმარებოდა ვიეირა, რომელიც ამჟამად თბილისში არაა, თუმცა, საწვრთნელ პროცესში მაინც მიიღო მონაწილეობა.




„რა თქმა უნდა ფაბიო ვიერა დააკლდა ჩვენს გუნდს, საწყენია რომ ჩვენთან არ არის. მადლობას ვუხდით, რომ შესარჩევი ტურნირების დროს ჩვენს გვერდზე ყოფნისთვის და იმისთვის, რომ აქამდე მოსვლაში დაგვეხმარა. თუმცა, ამაზე აღარ ვლაპარაკობთ... შეკრების დაწყებამდე, რამდენიმე ფეხბურთელი 15 დღე ისვენებდნენ, თუმცა 3 დღეში დაიბრუნეს ჩვეული ფორმა უმუშავეს ძლიერად და ამიტომ გვაქვს ხვალინდელი თამაშის იმედი. ახალწვეულებზეც ვიცით რომ საკმაოდ სტაბილური იქნება" , - ამბობს პორტუგალიელთა მწვრთნელი.


პრეს-კონფერენციის დასრულების შემდეგ, პორტუგალიის ნაკრებმა პროტოკოლით გათვალისწინებული 15 წუთი ღია ვარჯიში ჩაატარა.