უეფა-ს 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე ერთი დღით ადრე, თბილისში, დედაენის ბაღში დიდი საფეხბურთო საღამო გაიმართება.
ტურნირის მთავარი სიმბოლო, ევროპის ჩემპიონატის თასი, რომელმაც ჩემპიონატის მასპინძელი ქალაქები, ბათუმი და ქუთაისი ადგილობრივი სპონსორის, კოკა-კოლას ჯადოსნურ ქარავანთან ერთად მოიარა, მოგზაურობას 20 ივნისს, თბილისში დაასრულებს.
დასკვნითი ღონისძიება დედაენის ბაღში გაიმართება და 21 ივნისიდან ტურნირის გამარჯვებულის გამოვლენას დაელოდება და 8 ივლისს ევროპის საუკეთესო ახალგაზრდულ ნაკრებს ბათუმში გადაეცემა.
19:00 საათიდან დედაენის ბაღში სხვადასხვა აქტივობები იგეგმება, მათ შორის, მოეწყობა საკვები და გასართობი სივრცეები. გულშემატკივარს საშუალება ექნება ჩაერთოს სხვადასხვა საფეხბურთო აქტივობებსა და გათამაშებებში.
21:00 საათზე ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატის თასის ოფიციალური ღონისძიება გაიმართება. ღონისძიების პირდაპირ ეთერს საქართველოს პირველი არხი უზრუნველყოფს. გულშემატკივრებს და ნებისმიერ მსურველს სამახსოვრო ფოტოს გადაღების შესაძლებლობაც მიეცემათ.
22:45 საათზე ფეხბურთის გულშემატკივარს ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მესამე მატჩის, შოტლანდია-საქართველოს დიდ ეკრანზე ყურების საშუალება მიეცემათ.
შეგახსენებთ, რომ უეფას 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატი საქართველოსა და რუმინეთში 21 ივნისიდან 8 ივლისის ჩათვლით, საქართველოს სამ ქალაქში, თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში გაიმართება. ბილეთების შეძენა under21tickets.ge-ზეა შესაძლებელი.