3x3Geotour2023-ის თბილისის ტურიდან ფინალურ ეტაპზე 9 საუკეთესო გუნდი გადავიდა
3x3Geotour2023-ის თბილისის ტურიდან ფინალურ ეტაპზე 9 საუკეთესო გუნდი გადავიდა
19.06.2023
ავტორი: კალათბურთის ფედერაცია


საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი 3X3 კალათბურთში, რომელსაც ოფიციალურად 3x3Geotour2023 ეწოდება, თბილისის 2~ორდღიანი ტურით  გაიხსნა. ტურნირის ორგანიზატორი საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია გახლავთ, ხოლო მხარდამჭერი - საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო.


16 ივნისს ვერის ბაღში ტურნირს პირველი, საკვალიფიკაციო ნაწილი ჩატარდა, რომელშიც 25 გუნდი მონაწილეობდა. წარმატებულმა გუნდებმა ის 12 ადგილი შეავსეს, რომელიც 3x3Geotour2023-ის თბილისური ტურისთვის იყო გამოყოფილი. რჩეულმა 12-მა გუნდმა 17 ივნისს თავი ლისის ტბაზე მოიყარა და ახალ, ბოლო მოდიფიკაციის მოედანზე საუკეთესოსთან ერთად ფინალური ეტაპის საგზურების მფლობელები გამოავლინა.


აქვე აღვნიშნავთ, რომ წლეულს 3x3Geotour2023-ის ფარგლებში 4 შესარჩევი ტურნირი გაიმართება თბილისში, ბათუმში, თელავსა და რუსთავში, რომელთაგან 12 საუკეთესო გუნდი 15 ივლისს, თბილისში დაგეგმილი ფინალური ეტაპის საგზურებს მოიპოვებენ. ფინალური ტურნირის გამარჯვებული გუნდი საქართველოს ჩემპიონის ტიტულს, საპრიზო 3000 ლარს და სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში აგვისტოში დაგეგმილ 3×3 კალათბურთის მსოფლიო მასტერსის საგზურს მიიღებს.


17 ივნისს, ლისის ტბაზე გამართული ტურნირის 12 მონაწილე 4 ჯგუფში გადანაწილდა და პლეი ოფში თითოეული ჯგუფის გამარჯვებული გავიდა. დაძაბულ ნახევარფინალებში Bebrucebisimon-მა 21-16 დაამარცხა 2 ნაბიჯი. ხოლო Space Jam-მა 21-17 სძლია "მუხბეს". ფინალში Bebrucebisimon-მა 21-16 მოუგო Space Jam-ს და ტურნირის გამარჯვებული გახდა. გამარჯვებული გუნდის ღირსებას იცავდნენ - ეროვნული ნაკრების წევრი ლევან გოგიჩაიშვილი, ნიკა ჯაიანი, გიორგი რუხაძე და გიორგი ბართია.


ტურნირის საუკეთესო გუნდი კალათბურთთის ფედერაციაში 3×3 კალათბურთის განყოფილების ხელმძღვანელმა, გიგა გურგენიძემ დააჯილდოვა.


თბილისის ტურის 9 საუკეთესო გუნდმა საქართველოს ჩემპიონატის ფინალური ეტაპის საგზური მოიპოვა. ესენი არიან: