„ლანჩხუთი“ ლიდერობას ინარჩუნებს, „სამეგრელო“ მეორეა, „კვარტალი“ - მესამე
„ლანჩხუთი“ ლიდერობას ინარჩუნებს, „სამეგრელო“ მეორეა, „კვარტალი“ - მესამე
18.06.2023
ავტორი: სფფ / თამარ ჯიშკარიანი


17 და 18 ივნისს, ქალთა ლიგის რეგულარული ჩემპიონატის მე-12 ტურის მატჩები გაიმართა. გათამაშების ლიდერმა, „ლანჩხუთმა" ევგრაფი შევარდნაძის სტადიონზე ხობის „კოლხეთი" მიიღო და მშრალი ანგარიშით 6-0 დაამარცხა. ანგარიში 21-ე წუთზე თეონა ბაქრაძემ გახსნა და საერთო ჯამში, მის ანგარიშზე 3 გოლიც დაგროვდა. ბაქარძემ, კიდევ ორი გოლი 70-ე და 77-ე წუთებზე გაიტანა.  აღსანიშნავია, რომ ლანჩხუთელებმა მეორე ბურთი, მხოლოდ მეორე ტაიმის დასაწყისში გაიტანეს. გოლი, ანა წულაიას ანგარიშზეა. 66-ე წუთზე ეთერ სულაშვილმა ზუსტად შეასრულა 11-მეტრიანი, 75-ე წუთზე, თინათინ ამბალიამ კიდევ ერთი გოლი გაიტანა.


გათამაშების ცხრილის მეორე საფეხურზე მყოფმა „სამეგრელომ" ამ ტურში ბოლომ ითამაშა და ათბურთიანი სხვაობით 10-0 მოიგო. საერთო ჯამში, მოქმედი ჩემპიონის რიგებიდან შვიდმა ფეხბურთელმა გაიტანა  - 3 გოლი მაიკო ბებიას, დუბლი ელენე ენჯიბაძის, თითო კი, ნათია ჯოჯუას, რუბი ვილეგასის, ნინო ბუხრიკიძის, ლიზი მწყერაშვილის, ანა კვარაცხელიას ანგარიშზეა.  აღსანიშნავია, რომ პირველი ტაიმის შემდეგ, გივი კვარაცხელიას შეგირდები, უკვე 6-0 იგებდნენ.


მორიგი 3 ქულა ჩაიწერა თბილისის „კვარტალმა", რომელმაც ამჯერად, გასვლაზე სფფ-ს გლდანის საფეხბურთო ცენტრში „ნორჩი დინამო" 0-5 დაამარცხა. ამ შეხვედრაში, პირველი და ბოლო გოლები ნათია დანელიას ანგარიშზეა. ორი გოლი ანანო წიქარიძემ, ერთიც, ლიზი კანკიამ გაიტანეს.  12 ტურის შემდეგ, „კვარტალს" 26 ქულა აქვს და 14 ქულით უსწრებს, მეოთხე ადგილზე მყოფ „ბათუმს", რომელმაც, თავის მხრივ, ამ ტურში, ანგისაზე „დინამო სოხუმი", 4-1 დაამარცხა.


შავი ზღვისპირულ დაპირისპირება სწრაფი გოლი დაიწყო. ანგარიში, მასპინძლებმა,  თათია შაინიძის გოლით გახსნეს. მე-9 წუთზე, ლელუ ჭიჭინაძემ წონასწორობა აღადგინა. თუმცა, შაინიძემ სამ წუთში კვლავ დააწინაურა ბათუმელები. პირველი ტაიმის მიწურულს კი, გვანცა დოლიძემ უპირატესობა ორ ბურთამდე გაზარდა. ამ შეხვედრაში ბოლო გოლი და ჰეთ-თრიქი, შაინიძის ანგარიშზეა.


ქალთა ლიგის მორიგი, მე-13 ტური, 2 და 3 სექტემბერს არის ჩანიშნული. ასე, რომ ამ ტურის შემდეგ, რეგულარულ ჩემპიონატში მცირე შესვენება გამოცხადდა.