თემურ ქეცბაიას კვიპროსის ნაკრები, საქართველოსთან სათამაშოდ ემზადება
თემურ ქეცბაიას კვიპროსის ნაკრები, საქართველოსთან სათამაშოდ ემზადება
16.06.2023
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ლარნაკაში, AEK არენაზე დაგეგმილი მატჩისთვის ემზადება კვიპროსის ეროვნული ნაკრები. თემურ ქეცბაიას გუნდი, საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ სათამაშოდ, დაახლოებით იმავე პერიოდში შეიკრიბა როგორც ჩვენი. ალბათ, მასპინძელთა გუნდის მზადყოფნაზე თემურ ქეცბაია, ხვალინდელ პრეს-კონფერენციაზე ისაუბრებს, რომელსაც ადგილობრივი მედიის წარმომადგენლების გარდა, საგანგებოდ, კვიპროსი-საქართველოს ეროვნული მატჩის გასაშუქებლად ჩამოსული ქართული მედიის წარმომადგენლებიც დაესწრებიან.


კვიპროსის ფეხბურთის ასოციაციის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული სტატიის თანახმად, მასპინძლები მზად არიან რთული თამაშისთვის და გამოწვევებისთვის. ცნობილია, რომ დისკვალიფიკაციის გამო, საქართველოსთან თამაშის გამოტოვება უწვეს ნიკოლას იოანნუს. კიდევ ერთი ფეხბურთელი, მიხალის იაოანუ, ნაკრებს ტრავმის გამო ვერ დაეხმარება.


სამაგიეროდ, ყველა სხვა ფეხბურთელი საქართველოსთან მატჩისთვის ემზადება. გამონაკლისი იყო მარინოს ციონისი, რომელიც ქეცბაიას გუნდს, ოდნავ მოგვიანებით, სამშაბათიდან ვარჯიშობს გუნდთან ერთად.


ფოტო: კვიპროსისი ფეხბურთის ასოციაცია