სვანაძემ, 21-კაციანი შემადგენლობა დაასახელა
სვანაძემ, 21-კაციანი შემადგენლობა დაასახელა
15.06.2023
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატზე ცნობილია. სფფ-ს სანაკრებო გვედრის ინფორმაციით, გუნდის მთავარმა მწვრთნელმა - რამაზ სვანაძემ, ტურნირისთვის საბოლოო, 23-კაციანი შემადგენლობა დაასახელა. ეროვნულ ნაკრებში თამაშის შემდეგ, ახალგაზრდულ გუნდს ბელგიასთან და ნიდერლანდებთან მატჩში, ვილი სანიოლის განკარგულებაში მყოფი ყველა ის ფეხბურთელი შეუერთდება, ხვიჩა კვარაცხელიასა და გიორგი მიქაუტაძის გარდა, რომლებიც რამაზ სვანაძეს, გაფართოებულ შემადგენლობაში ჰყავდა დასახელებული. ამას გარდა, ცნობილი ხდება, რომ სვანაძის გუნდთან ერთად ივარჯიშებენ და საჭიროების შემთხვევაში ნაკრებს დაეხმარებიან, გიზი მამაგეიშვილი („"საბურთალო""), ლევან თანდილაშვილი („თელავი") და შოთა ნონიკაშვილი („"საბურთალო"").


რამაზ სვანაძის გუნდის 21-კაციანი შემადგენლობა, რომელიც ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპს 21 ივნისს, „დინამო არენაზე", პორტუგალიასთან მატჩით გახსნის, ასე გამოიყურება:


მეკარეები: გიორგი მამარდაშვილი („ვალენსია"", ესპანეთი), ლუკა კუტალაძე ("დინამო თბილისი"), ნოდარ ყალიჩავა (სამგურალი).


მცველები: ცოტნე კაპანაძე ("საბურთალო"), გიორგი გოჩოლეიშვილი („შახტარი" დონეცკი, უკრაინა), ივა გელაშვილი ("საბურთალო"), სანდრო კალანდაძე ("დინამო თბილისი"), ჯემალ-გიორგი ჯინჯოლავა ("საბურთალო"), საბა ხვადაგიანი ("დინამო თბილისი"), ირაკლი აზაროვი („ცრვენა ზვეზდა", სერბეთი), საბა საზონოვი ("დინამო" მოსკოვი, რუსეთი).


ნახევარმცველები/თავდამსხმელები: ოთარ მამაგეიშვილი ("საბურთალო"), გიორგი წიტაიშვილი („ლეხ პოზნანი", პოლონეთი), ნიკა ხორხელი („სამგურალი"), გაბრიელ სიგუა ("დინამო თბილისი"), ნიკა გაგნიძე („დილა" გორი), გიორგი მოისწრაფიშვილი ("დინამო თბილისი"), ანზორ მექვაბიშვილი ("დინამო თბილისი"), ლუკა გაგნიძე („დინამო" მოსკოვი, რუსეთი), ზურიკო დავითაშვილი („ბორდო", საფრანგეთი), ნოდარ ლომინაძე („სამგურალი"), გიორგი გულიაშვილი („სარაევო", ბოსნია და ჰერცეგოვინა), გიორგი გაგუა („რეალ უნიონი", ესპანეთი).


სფფ-ს ფოტო