შენგელიას ვირტუსმა ფინალურ სერიაში ჩამორჩენა შეამცირა
15.06.2023
ავტორი: კალათბურთის ფედერაცია / ირაკლი პერტაია
იტალიის ჩემპიონატის ფინალური სერიაში თორნიკე შენგელიას ვირტუს ბოლონიამ ჩამორჩენა შეამცირა. სერიის საწყისი ორი მატჩი მილანში გაიმართა და ამავე სახელწოდების გუნდის გამარჯვებით დასრულდა. მესამე შეხვედრას ბოლონიამ უმასპინძლა და ამჯერად მოგება მასპინძლებს დარჩათ, 69-61.
შენგელია სასტარტო შემადგენლობაში იყო და 24 წუთი ითამაშა. მის ანგარიშზე 4 ქულა, 9 მოხსნა, 6 პასი და 1 ჩაჭრაა. საქართველოს ნაკრების კაპიტანმა პერიმეტრიდან 3-ჯერ არაზუსტად ისროლა, საშუალო დისტანციიდან კი 3-იდან 2 ჩააგდო. ბურთი 9-ჯერ მოხსნა.
„ვირტუსის" შემადგენლობაში გამოკვეთილი ლიდერი არ ყოფილა, ჰაკეტმა 13 ქულა ჩააგდო, ტეოდოშიჩმა - 12.
სერიის მეოთხე მატჩი ისევ ბოლონიაში 16 ივნისს გაიმართება.