მიუხედავად იმისა, რომ „მანჩესტერ სითი" უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული პირველად გახდა, ისტორია, თუ ფინალში მონაწილე ქვეყნების მიხედვით ვიმსჯელებთ, თითქმის განმეორდა. თითქმის, იმიტომ რომ, სტამბოლში, ათა თურქის ოლიმპიურ სტადიონზე კვლავ ინგლისისა და იტალიის წარმომადგენლები აღმოჩნდნენ ფინალში და კვლავ ინგლისურმა გუნდმა მოიგო და თითქმის, იმიტომ, რომ ამ ჯერზე, არც დამატებითი დრო გამხდარა საჭირო და არც 11-მეტრიანების სერია.
„მანჩესტერ სითისა" და „ინტერის" დაპირისპირებაში, მიუხედავად იმისა, რომ პეპ გუარდიოლას გუნდი ფავორიტად იყო მიჩნეული, თუ რეალურად ვიმსჯელებთ, ინძაგის გუნდი წაგებას არ იმსახურებდა და უფრო მეტიც. ალბათ, მეორე ტაიმში, „ინტერს" რომელმაც ნორვეგიელი ერლინგ ჰაალანდის „ამოკეტვა" მთელი შეხვედრა მოახერხა, ცოტა იღბალი რომ ჰქონოდათ, გოლი მინიმუმ ორ მომენტში უნდა გაეტანათ. ასეა თუ ისე, შეხვედრაში, ერთადერთი გოლი მეორე ტაიმის, 68-ე წუთზე, როდრიმ გაიტანა და საბოლოოდაც, სწორედ, მისი გოლით ინგლისელებმა მინიმალური ანგარიშით 1-0 (მატჩის ტექსტური ლაივი) დაამარცხა.
ლიგის სხვა ფინალებთან ანალოგიებსა და მსგავსებებს თუ გავყვებით, ამჯერადაც, ფინალში, ტრავმის გამო მოედნის დროზე ადრე დატოვება მოუხდა კევინ დე ბრუინს, თუმცა, ამჯერად მისმა გუნდმა მოიგო. როდრის თანაგუნდელი ჰაალანდი, 12 გატანილი გოლით, ტურნირის საუკეთესო მეგოლე გახდა. სხვათა შორის, ერლიგნის შედეგი, რომელიც 4 გოლით უკეთესია სალაჰის მიერ ნაჩვენებ შედეგზე.
პეპ გუარდიოლა კი, ტროფეის მფლობელი მესამედ გახდა და ამით ზიდანს გაუთანაბრდა. კიდევ ერთი დეტალი, სიმბოლურია, რომ სტამბოლში, ათა თურქზე, უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის თასი, კოვიდობის ჟამს გადადებული და ბოლოს და ბოლოს, თურქეთში ჩატარებული ფინალის შემდეგ, გერმანიის ნაკრებისა და „მანჩესტერ სითის" თურქმა შემტევმა ნახევარმცველმა, ილქაი გიუნდოგანმა ასწია.
„წინა წლებში გამორჩეული შემადგენლობა გვყავდა, მაგრამ წელს განსაკუთრებულად გამორჩეული გუნდი იყო. ახლა, როდესაც თამაშამდე დღეებზე ვფიქრობ, ვხედავ, რომ ჩვენ, სრულებით თავდაჯერებულები ვიყავით, ეს, ერთმანეთისადმი დამოკიდებულებაშიც იგრძნობოდა, იყო გუნდური სული გარეთაც და მოედანზეც, ვარჯიშების დროსაც. ყოველთვის დადებითი ემოციით ვიყავი", - ამბობს, თამაშის შემდეგ 32 წლის გიუნდოგანო.
ფოტოები: © Michael Regan - UEFA/UEFA via Getty Images, Brendan Moran - Sportsfile/UEFA via Getty Images, Oliver Hardt - UEFA/UEFA via Getty Images