საქართველოს 3×3 კალათბურთის კაცთა ნაკრებმა ბრატისლავაში ასპარეზობა დაასრულა
საქართველოს 3×3 კალათბურთის კაცთა ნაკრებმა ბრატისლავაში ასპარეზობა დაასრულა
11.06.2023
ავტორი: კალათბურთის ფედერაცია

ბრატისლავაში მიმდინარე ევროპის თასის საკვალიფიკაციო ტურნირი საქართველოს 3×3 კალათბურთელთა კაცთა ნაკრებისთვის წარუმატებლად დასრულდა. ჩვენმა ნაკრებმა ჯგუფური ეტაპის ორივე შეხვედრა დათმო და ტურნირში ასპარეზობა დაასრულა. 

ჯგუფში საქართველოს მეტოქეები ჩეხეთი და საბერძნეთი გახლდნენ, პლეი ოფში კი 2 საუკეთესო გადიოდა. საქართველოს ნაკრების ღირსებას ილია ლონდარიძე, ნიკა ჩეჩელაშვილი, გიორგი კორსანტია, ლევან გოგიჩაიშვილი იცავენ. პირველი შეხვედრა ქართველებმა ჩეხეთთან 14-21 დათმეს, მეორე მატჩში საბერძნეთთან დაძაბულ ბრძოლაში 17-22 წააგეს და ჯგუფში მე-3 ადგილზე გავიდნენ.


რაც შეეხებათ ქალთა ნაკრებს, ანა ქავთარაძე, კესო ბარბაქაძე, ეკატერინე წივწივაძე და თამარ პაპუაშვილი დღეს ჯგუფის დარჩენილ 2 შეხვედრას ჩაატარებენ თურქეთისა და უნგრეთის ნაკრებებთან. ჩვენმა ნაკრებმა გუშინ 2 მატჩი ერთნაირი ანგარიშით, 15-21 დათმო ჩეხეთისა და ლატვიის ნაკრებებთან.


საქართველოს ქალთა ნაკრები თბილისის დროით თურქეთს 14-15 საათზე, ხოლო უნგრეთს 18-55 საათზე დაუპირისპირდება. მატჩების ყურება წარმოდგენილ Youtube-ის არხზე შეგიძლიათ