სფფ-ში დავით ყიფიანის თასის გათამაშების ორი ეტაპის წილისყრა გაიმართა
08.06.2023
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი
საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის 2023 წლის გათამაშება ივლისის ბოლოს განახლდება. 1/16 ფინალები 22-23 ივლისს, ხოლო, 1/8 ფინალები 29-30 ივლისს ჩატარდება. გათამაშების დებულების თანახმად, 1/16 ფინალური ეტაპიდან გათამაშებას, ეროვნული ლიგისა და ეროვნული ლიგა 2-ის, საერთო ჯამში 12 კლუბი დაემატა. აი, 1/8 ფინალიდან კი, ტურნირში უეფა-ს ევროტურნირების მონაწილე ქართული კლუბები „დინამო თბილისი", ბათუმის „დინამო", „დილა" და „ტორპედო" დაემატებიან.
ისევე, როგორც წინა წლებში გამარჯვებულები ერთმატჩიან დაპირისპირებაში გამოვლინდებიან. აღნიშნული ეტაპების წილისყრა დღეს, სფფ-ში გაიმართა, შედეგად გუნდები ასე დაწყვილდნენ:
ამასთან, 1/8 ფინალის სამ წყვილში, მასპინძელი მეთექვსმეტედფინალის შემდეგ გაირკვევა.