IOC კრივის საერთაშორისო ასოციაციისთვის შეჩერებული უფლებამოსილების გაგრძელების მოწოდებით გამოდის
IOC კრივის საერთაშორისო ასოციაციისთვის შეჩერებული უფლებამოსილების გაგრძელების მოწოდებით გამოდის
09.06.2023
ავტორი: ოლიმპიური კომიტეტი

აღმასრულებელი საბჭო IOC-ის სესიას მოწოდებს კრივის საერთაშორისო ასოციაციას (IBA), რომელსაც რუსი უმარ კრემლევი ხელმძღვანელობს, არ დაუბრუნოს აღიარება.

IOC-ის თანახმად, აღმასრულებელი საბჭოს გადაწყვეტილება ეფუძნება 2 ივნისს IBA-ში არსებულ ვითარებაზე წარმოდგენილ ანგარიშს. მასში აღნიშნულია, რომ IBA-მ არ შეასრულა IOC-ის მიერ 2021 წლის დეკემბერში აღიარების დასაბრუნებლად გაწერილი აუცილებელი პირობები. ამასთან, IOC-ის აღმასრულებელი საბჭოს მიერ კომიტეტის სესიისთვის გაცემული რეკომენდაციის თანახმად, მოკრივეთა ინტერესების და თავად სპორტისთვის, კრივი უნდა შენარჩუნდეს პარიზის 2024 წლის ოლიმპიური თამაშების პროგრამაში.


IOC-ის რიგგარეშე სესია, რომელიც კრივის საკითხს მიეძღვნება, 22 ივნისს ონლაინ-რეჟიმში გაიმართება.


ცოტა ხნით ადრე, მას შემდეგ, რაც გაჩნდა ცნობები, რომ IBA-მ ხელშეკრულება გააგრძელა გაზპრომთან, IOC კრივს 2024 წლის ოლიმპიური თამაშების პროგრამიდან ამოღებით დაემუქრა.


IOC-მა 2019 წელს IBA-ს (მაშინ AIBA) აღიარება შეაჩერა და ის დღესაც ძალაშია. ოლიმპიურ თამაშებზე მოკრივეთა ტურნირი შენარჩუნდა, მაგრამ ტოკიოს თამაშებზე ის IOC-ის მიერ საგანგებოდ შექმნილი კომისიის პატრონაჟით ჩატარდა. IOC-მა პირველად 2022 წლის ივნისში განაცხადა, რომ 2024 წლის პარიზის თამაშებზე მოკრივეთა ტურნირი არ ჩატარდებოდა IBA-ს ეგიდით. გარდა ამისა, კრივი არ არის შეტანილი 2028 წლის ოლიმპიური თამაშების წინასწარ პროგრამაში.