წარუმატებად დაიწყო ესპანეთის ჩემპიონატის პლეი ოფი გიორგი შერმადინის "ტენერიფემ". მოგეხსენებათ, რეგულარულ ჩემპიონატში ტენერიფელებმა მე-4 ადგილი დაიკავეს და მეოთხედფინალურ სერიაში "უნიკახას" ხვდებიან. პირველივე შეხვედრაში შერმადინის გუნდმა მარცხი განიცადა და მოედნის უპირატესობა დაკარგა.
მატჩს თითქმის მთელი შეხვედრის მანძილზე სტუმრები, მალაგელი კალათბურთელები იგებდნენ, რომლებმაც საბოლოოდ დამაჯერებლად - 72-59 იმარჯვეს. შერმადინმა პარკეტზე 20-16 წუთი გაატარა, რა დროშიც 10 ქულა და 2 მოხსნა დააგროვა. გიორგიმ 8-დან 4 ორქულიანი და 4-დან 2 საჯარიმო ჩააგდო.
შერმადინის გუნდი სერიაში 0-1 მარცხდება. მომდევნო მატჩი მალაგაში. 1 ივნისს გაიმართება, უნიკახა ტენერიფეს პირველ ივნისს უმასპინძლებს. ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატში მეოთხედფინალური სერია ორ მოგებამდე გრძელდება.
***
ისევე როგორც იტალიის სერია A-ს მეოთხედფინალური სერია, თორნიკე შენგელიას ვირტუს ბოლონიამ ნახევარფინალის იოლი მოგებით დაიწყო. ქართველი კალათბურთელის გუნდმა ტორტონას 23 ქულით მოუგო, 84-61. ვირტუსმა მეტოქე ოთხივე პერიოდში დაამარცხა.
საქართველოს ნაკრების კაპიტანმა პარკეტზე 23 წუთი გაატარა, რა დროშიც 10 ქულა, 6 მოხსნა და 5 პასი დააგროვა. შენგელიამ 2-დან 2 ორქულიანი, ერთიდან ერთი სამქულიანი და 6-დან 3 საჯარიმო ჩააგდო.
ვირტუსი ნახევარფინალური სერიის მეორე მატჩს 30 მაისს ჩაატარებს. შენგელიას კლუბი ისევ მასპინძელი იქნება. მეორე ნახევარფინალში ოლიმპია მილანო სასარის 1:0-ს უგებს.