ფრანგული ჯილდო ჟორჟი მიქაუტაძეს
ფრანგული ჯილდო ჟორჟი მიქაუტაძეს
29.05.2023
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

საფრანგეთში, პარიზში, ფეხბურთელთა კავშირის (UNFP) მიერ წლის ფეხბურთელის  დაჯილდოების რიგით 31-ე ცერემონიაზე ქართული ფეხბურთისთვისაც მნიშვნელოვანი რამ მოხდა, თუმცა, ოდნავ თანმიმდევრობით.

კილიან მბაპე საფრანგეთის ლიგა 1-ის 2022 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა. „პარი სენ-ჟერმენის" ფორვარდი ამ ტიტულს, ზედიზედ მეოთხედ  დაეუფლა. მბაპეს პრის  საფრანგეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა დიდიე დეშამმა გადასცა. საუკეთესოსათვის დავაში, მპაბეს თანაგუნდელი და თანაც, თავად მესი, ასევე, ჯონათან დევიდი („ლილი"), სეკო ფოფანა („ლანსი") და ლოი ოპენდა („ლანსი") ეცილებოდნენ. თუმცა, ჩვენი ვებ-გვერდის ფორმატიდან გამომდინარე, ამ მცირე ზომის სტატიაში მთავრი თემა გიორგი მიქაუტაძეა.




ჟორჟი, დაჯილდოების ამავე ცერემონიაზე საფრანგეთის ლიგა 2-ის წლის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს და წლის სიმბოლურ ნაკრებშიც დაასახელეს. ცერემონიის კადრებში არ ჩანდა უკრავდა თუ არა ტაშს, ქართველის წარმატებას მბაპე, თუმცა, მიქაუტაძის სამადლობელ გამოსვლას და ეკრანზე, მის გატანილ გოლებს, ნამდვილად ხედავდა.


ფრანგული „მეცისა" და საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა, საკლუბო სეზონში, რომელიც 1 ტურის შემდგე სრულდება 23 გოლი გაიტანა და რვა საგოლე გადაცემა შეასრულა. ის, ერთი ტურით ადრე, ჩემპიონატის დასასრულამდე,  „კანის" შემტევს, ალექსანდრ მენდის ოთხი ბურთით ასწრებს.




აქვე გეტყვით, რომ ერთი ლიგით მაღლა, კიგა 1-ში, მბაპეს ანგარიშზე 33 მატჩში 28 გატანილი გოლი და ხუთი შედეგიანი გადაცემაა. ამასთან, ჩემპიონატის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე მბაპე გოლით უსწრებს ბომბარდირთა დავაში „ლიონის" ფორვარდს, ალექსანდრ ლაკაზეტის.




ფოტოები: © UNFP