ნონა გაფრინდაშვილმა ნეაპოლში „მასტერკლასი" ჩაატარა. ქართველი დიდოსტატი, ევროპის სენიორთა ჩემპიონატზე მონაწილეობის მისაღებად ჩავიდა ნეაპოლში. ტურნირმა დღეს აიღო სტარტი. მანამდე კი, „კვარას" „ქალაქში", ქართული ჭადრაკის ცოცხალმა ლეგენდამ ერთდროული თამაშის სეანსი ჩაატარა.
13 მეტოქის წინააღმდეგ, 13 შეხვედრიდან, ნონა გაფრინდაშვილმა 1ცხრა პარტიაში იმარჯვა, ოთხი კი, ყაიმით დაამთავრა.
65 წელს გადაცილებულ, სენიორ მოჭადრაკეთა მოქმედმა მსოფლიო ჩემპიონმა, საჭადრაკო ტურნირამდე, მისთვის საყვარელი სპორტის სახეობისთვისაც მოიცალა და ხვიჩა კვარაცხელიას შეხვდა და უფრო მეტიც „ნაპოლის" და „ინტერის" შეხვედრას დაესწრო.
„დავსწრებივარ ფეხბურთის, ჰოკეის და სხვა მატჩებს დასვენების დღეს, მაგრამ რომ წავსულიყავი ვინმეს სანახავად სპეციალურად, ეს არის პირველი შემთხვევა. ეს არის მისი მხარდაჭერა, მისი წონა იზრდება როცა ასეთი ხალხი ჩამოდის. მე თვითონაც მსიამოვნებს.... „ნაპოლიმაც" უნდა იცოდეს, რამდენი გულშემატკივარი შეიძინა ქვეყნის სახით და თან, ესთეტიკურ ფეხბურთს თამაშობს", - ამბობს ქართული და მსოფლიო ჭადრაკის ლეგენდა.
ფოტო: სპორტის სამინისტროს არქივი