საქართველოს ჩემპიონი მეხუთე მატჩში გაირკვევა
საქართველოს ჩემპიონი მეხუთე მატჩში გაირკვევა
25.05.2023
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

საქართველოს საკალათბურთო სუპერლიგის 2022-2023 წლის სეზონების გამარჯვებული ფინალური მატჩების ბოლო, მე-5 მატჩში გაირკვევა. დღეს, თბილისი არენაზე, თსუ, რომელსაც "რუსთავთან" დაპირისპირება 2-1 მიჰყავდა და გამარჯვების შემთხვევაში, ქვეყნის ჩემპიონი ხდებოდა, ანგარიშით 77-106 დამარცხდა. შესაბამისად, ფინალური სერიის, უკვე გამართული ოთხი მატჩის შემდეგ, ანგარიში საყაიმოა 2-2. გამარჯვებული კი, მე-5 დაპირისპირების შემდეგ, 28 მაისს, რუსთავში გაირკვევა.

ფინალური სერიის რიგით მე-4 დაპირისპირებაში კი, თსუ-ს გუნდს, აშკარად ემჩნეოდა „გადამწყვეტი მატჩის სინდრომი" და ანატოლი ბოისას გუნდის წინააღმდეგ, რეალურად არაფერი გამოსდიოდათ. თბილისელებმა მხოლოდ, შეხვედრის პირველ მეოთხედში მოახერხეს, წინააღმდეგობის გაწევა და ისიც 3  ქულით, 20-23 წააგეს. გაიბრძოლეს მესამე მეოთხედშიც სადაც, 4 ქულით 25-29 დამარცხდნენ. თუმცა, რუსთაველები, როგორც კი, მეტოქის გააქტიურებას ამჩნევდნენ, ახერხებდნენ კონცენტრირებას და ანგარიშში, ქულათა კომფორტული, ძირითადად 16-18 ქულის სხვაობას ინარჩუნებდნენ და შეხვედრა, მშვიდად და დაუღალავად მიჰყავდათ გამარჯვებამდე. მეორე მეოთხედი 15-27, ხოლო ბოლო 17-27 მოიგეს.


თსუ-ელებმა ვერაფერი მოუხერხეს, სტუმართა მე-5 ნომერს ტრეი კროფტს, რომელსაც ორმაგ დუბლამდე 2 მოხსნა დააკლდა, თუმცა, მის ანგარიშზე 45 ქულა დაგროვდა. კალათბურთელმა პარკეტზე  37:38 წუთი დაჰყო და 45 ქულიდან 8 პერიმეტრიდან აიღო.


თბილისური გუნდიდან, 30 ქულით, საუკეთესო იყო ჯიმონ ჰენსონი.


რედაქტირებული: მატჩის სრული ფოტო-ამბავი