სტაბილურად წარმატებული გამოდგა განვლილი კვირა ქართველი ლეგიონერებისთვის, თუმცა, ხმაურიანი გიორგი მამარდაშვილისთვის. რომელის „ვალენსიამაც" შინ, მადრიდის „რეალთან" ჩინებული მატჩი ჩაატარა და 1-0 მოუგო. გიორგი მამარდაშვილმა საოცარი მატჩი ჩაატარა და შეხვედრის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა. თუმცა, მატჩის დასასრულს ქართველის წინააღმდეგ სოციალური ქსელით, ანტირასისტული კამპანია დაიწყო. თუმცა, კონკრეტულ მომენტში, გიორგიმ თანაგუნდელი მუსა დაიცვა, რომელთანაც ვინისიუს ჟუნიორგი შევიდა კონფლიქტში.
გერმანიის მეორე ბუნდესლიგაში „კარლსრუემ" „კაიზერსლაუტერნი" დაამარცხა, 2-0. აღნიშნულ შეხვედრაში ბუდუ ზივზივაძემ სადებიუტო გოლი გაიტანა. ამასთან მნიშვნელოვანია, რომ ქართველი მინდორზე 70-ე წუთზე შეუშვეს, და ბუდუმაც გოლი შესვლისთანავე გაიტანა.
საფრანგეთში, „ბორდომ" „ლავალი" დაამარცხა, 3-0. ზურიკო დავითაშვილმა გოლი 32-ე წუთზე გაიტანა. მეორე ტაიმის საწყის წუთებზე კი, საგოლე გადაცემაც მიითვალა.
ჟორჟი მიქაუტაძის „მეცი" სტუმრად „გენგამს" დაუზავდა, 1-1. მიქაუტაძემ მორიგი გოლი 21-ე წუთზე გაიტანა. ქართველი, ბომბარდირთა დავას კვლავ ლიდერობს.
კვიპროსიში, „აპოელი", „აპოლონთან" გასვლით შეხვედრაში დამარცხდა, 3-2. სტუმართაგან ორივე გოლი, ამასთან შეხვედრაში პირველი 21-ე წუთზე და ბოლო, მსაჯის მიერ კომპენსირებული დროის პირველ წუთზე, გუნდის კაპიტანმა, გიორგი ქვილითაიამ გაიტანა.
სერია A-ში, „კრემონეზე", შინ „ბოლონიასთან" დამარცხდ, 1-5. მასპინძლებმა, ერთადერთი გოლი მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში ლუკა ლოჩოშვილმა საგოლე გადაცემით გაიტანეს.
თურქულმა „ანკარაგიუჯუმ" სტუმრად, „უმრანიესფორი" 2-1 დაამარცხა, გიორგი ბერიძის ანგარიშზე ერთი საგოლე გადაცემაა.