გოგიტა არქანია სეოკ-ის სპორტსმენთა კომისიის თავმჯდომარედ აირჩიეს
გოგიტა არქანია სეოკ-ის სპორტსმენთა კომისიის თავმჯდომარედ აირჩიეს
23.05.2023
ავტორი: ოლიმპიური კომიტეტი

დღეს, საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში გაიმართა სპორტის სხვადასხვა სახეობების ეროვნული ნაკრების წევრ სპორტსმენთა წარმომადგენლობითი შეკრება, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს სპორტსმენთა კომისიის შემადგენლობის როტაციაში.


დამსწრე საზოგადობას მისასალმებელი სიტყვით მიმართეს, სპორტსმენთა უფლება მოვალეობების და სეოკ-ის სპორტსმენთა კომისიის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს სეოკ-ის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა ელგუჯა ბერიშვილმა, ვიცე-პრეზიდენტმა ნინო სალუქვაძემ, გენერალურმა მდივანმა ემზარ ზენაიშვილმა და საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსმა რუსუდან აფციაურმა.


სეოკ-ის წარდგინებით, სპორტსმენთა კომისიის თავმჯდომარედ აირჩიეს კარატისტი გოგიტა არქანია, თავმჯდომარის მოადგილედ - ძიუდოისტი ეთერ ლიპარტელიანი.


სეოკ-ის სპორტსმენთა კომისიის სრული შემადგენლობა ასეთია:


1. გოგიტა არქანია (კარატე) - თავმჯდომარე

2. ეთერ ლიპარტელიანი (ძიუდო) - თავმჯდომარის მოადგილე

3. ლუბა გოლოვინა (ტანვარჯიში )- კომისიის წევრი

4. ნათია გადელია (ძალოსნობა) - კომისიის წევრი

5. ლაშა გურული (კრივი) - კომისიის წევრი

6. ალექსანდრე წივწივაძე (კანოე) - კომისიის წევრი

7. გივი მაჭარაშვილი ( თავისუფალი ჭიდაობა) - კომისიის წევრი

8. სოსო ჯაფარიძე (სამთო-სათხილამურო სპორტი) - კომისიის წევრი

9. გიორგი მაგრაქველიძე ( წყალბურთი) - კომისიის წევრი

10. გიორგი მუჯარიძე ( მძლეოსნობა) - კომისიის წევრი

11. ცოტნე მაჭავარიანი ( ტყვიის სროლა) - კომისიის წევრი


სეოკ-ის სპორტსმენთა კომისია წარმოადგენს ერთგვარ საკონსულტაციო ორგანო და შემაკავშირებელ რგოლს ოლიმპიურ კომიტეტსა და აქტიურ სპორტსმენებს შორის. კომისია მოწოდებულია იზრუნოს სპორტსმენთა უფლებების დაცვაზე, სეოკ-ის აღმასკომის სხდომებსა თუ სესიებზე წარადგინოს კონკრეტული წინადადებები და შეხედულებები სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე.