ალბანეთის დურესში დასრულდა ევროპის სასკოლო ჩემპიონატი. ასპარეზობაზე დიდი წარმატებით იასპარეზეს ქართველმა მოზარდებმა. მათ ანგარიშზე 4 ოქროს, 2 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალია.
ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიპოვეს:
9 წლამდე ასაკის გოგონათა შორის - მარიამ რეხვიაშვილი(თბილისი; მწვრთნელი იოსებ კვირიაშვილი);
11 წლამდე ასაკის გოგონათა შორის - ანასტასია ჭიჭინაძე (ქუთაისი; მწვრთნელი - დავით ბენიძე;გია მენაბდე);
13 წლამდე ასაკის გოგონათა შორის - კესარია მგელაძე (ბათუმი; მწვრთნელი -ნოდარ ლორთქიფანიძე;ნიკოლოზ მანაგაძე);
15 წლამდე ასაკის გოგონათა შორის - ანასტასია კირთაძე (ქუთაისი; მწვრთნელი გიგა ყუფარაძე);
II საპრიზო ადგილზე გავიდნენ:
15 წლამდე ასაკის გოგონათა შორის - მარიამ ცეცხლაძე (ბათუმი; მწვრთნელი დავით მაღალაშვილი);
7 წლამდე ასაკის გოგონათა შორის - სოფია ლიმარი (ლაგოდეხი; მწვრთნელი ხვიჩა ბახტაძე);
III საპრიზო ადგილზე გავიდნენ:
7 წლამდე ასაკის გოგონათა შორის - ემილი გოგოლაძე (ქუთაისი;მწვრთნელი ხათუნა გუბელაძე);
15 წლამდე ასაკის ჭაბუკთა შორის - ლუკა კილაძე (თბილისი; მწვრთნელი ზურაბ სტურუა ).