სუპერლიგის დებიუტანტი კავკასია სუპერლიგის ბრინჯაოს მედლებს დაეპატრონა
სუპერლიგის დებიუტანტი კავკასია სუპერლიგის ბრინჯაოს მედლებს დაეპატრონა
19.05.2023
ავტორი: კალათბურთის ფედერაცია

სუპერლიგის დებიუტანტი "კავკასია", რომელმაც სუპერლიგაში პირველი სეზონი ჩაატარა, ბრინჯაოს მედლებს დაეპატრონა. ბექა წივწივაძის გაწვრთნილმა გუნდმა სუპერლიგის მე-3 ადგილისთვის მატჩში ზესტაფონის "მარგვეთი" 98-83 (სტატისტიკა) დაამარცხა და უმაღლეს ლიგაში თავისი პირველი სეზონი საპრიზო ადგილზე დაასრულა.


თავის მხრივ, მარგვეთიც სუპერლიგის ახალი ბინადარია. მეგას სახელით ამ გუნდმა "ა" ლიგა 2 წლის წინ მოიგო და სუპერლიგაში მეორე სეზონს ატარებდა. ნიკოლოზ ჩერქეზიშვილის გუნდმა მეოთხედფინალიდან საჩემპიონო ამბიციის მქონე ოლიმპი გააგდო და თსუ-თან ნახევარფინალში იბრძოლა, თუმცა ფინალში ვერ გავიდა. ფინალთან ახლოს იყო კავკასიაც, თუმცა ბექა წივწივაძის გუნდს საჩემპიონო გზა რუსთაველებმა გადაუღობეს.


ბრინჯაოს მედლები ორივე გუნდისთვის კარგი შედეგი იქნებოდა და კავკასიელებმა ეს მისია შეასრულეს. თანაბარი პირველი პერიოდის შემდეგ კავკასიამ ინიციატივა მოიპოვა და მეტოქეს დიდ შესვენებამდე 9 ქულით გაექცა. მესამე პერიოდიდან ვითარება არ შეცვლილა. რაც დრო გადიოდა, კავკასიელები უპირატესობას უფრო დამაჯერებელს ხდიდნენ და საბოლოოდ ანგარიშში სხვაობამ 20 ქულას მიაღწია. 


შეხვედრა ისე ჩამთავრდა, მოედანზე ვითარება არ დაძაბულა. კავკასია დამაჯერებლად მივიდა გამარჯვებამდე, რაშიც გუნდის თითოეული წევრის როლი მნიშვნელოვანი იყო. საუკეთესო შედეგი ჰქონდა კრის მაკნილს - 22 ქულა, 9 მოხსნა, 8 პასი. ნიკოლოზ გაფრინდაშვილმაც 22 ქულა ჩააგდო, 15 ქულა და 9 მოხსნა ილია ლონდარიძის ანგარიშზეა. ჯასტინ ფორესტმა სეზონის ბოლო მატჩი 12 ქულითა და 10 პასით დაასრულა. მარგვეთში 20 ქულა ჰქონდა ზაკ უოლტონს, 17 - ოთარ ბულიავას, მარქუს გილსონმა შეხვედრა 16 ქულით და 12 მოხსნით დაასრულა.


მატჩის შემდეგ გაიმართა დაჯილდოების ცერემონიალი, რომელზეც ბრინჯაოს მედლებით კავკასიელები მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონმა,