დინამო თბილისი ფუტსალის ლიგა 3-ის პირველი სეზონის გამარჯვებულია
დინამო თბილისი ფუტსალის ლიგა 3-ის პირველი სეზონის გამარჯვებულია
15.05.2023
ავტორი: სფფ-ს ინფორმაცია

14 მაისს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში, საქართველოს ფუტსალის ლიგა 3-ის სადებიუტო სეზონი ფინალური სერიის გადამწყვეტი მატჩით დასრულდა. 


სერიის მესამე შეხვედრაში, დინამო თბილისმა სეუ-ს 7:3 სძლია და ლიგა 3-ის პირველი სეზონის გამარჯვებული დაუმარცხებლად გახდა. დინამომ ფინალური სერია 3:0 მოიგო და ვიცე-ჩემპიონი სეუსთან ერთად მომდევნო სეზონში ფუტსალის ლიგა 2-ში იასპარეზებს.


ფინალურ შეხვედრამდე გაიმართა მატჩი მესამე ადგილისთვის, რომელშიც ჯიპამ რუსთავს 5:2 სძლია და სერია 2:1 მოიგო.


ფინალური მატჩის შედმეგ ლიგა 3-ის ჩემპიონი და პრიზიორი გუნდები საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა აკაკი ალდაშვილმა და სპორტული სააგენტო SBM-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ზაალ ჩიტალაძემ დააჯილდოვეს.


ფუტსალის ლიგა 3-ის პირველი სეზონი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და სპორტული სააგენტო SBM-ის ერთობლივი ორგანიზებით ჩატარდა. გათამაშებაში რვა გუნდი მონაწილეობდა.