საქართველოს ხელბურთელ ვაჟთა ეროვნულ ჩემპიონატზე ფინალური ოთხეული გამოვლინდა
15.05.2023
ავტორი: TSFF.GE
შაბათ -კვირას დასრულდა ხელბურთში, საქართველოს XXXIII ეროვნული ჩემპიონატის რეგულარული ეტაპი. აღნიშნული ეტაპის ბოლო ორი ტურის შეხვედრებს, თბილისის ოლიმპიურმა სასახლემ უმასპინძლა. შესაბამისად, გამოვლინდა ის საუკეთესო ოთხი გუნდი, რომლებიც მაისის ბოლოს „ოთხთა ფინალში" მიიღებენ მონაწილეობას და 2 მატჩიანი დუელებით გამოავლენენ 2022-23 წლების სეზონის პრიზიორი გუნდების ვინაობას.
ბათუმის „ბსბ", თბილისის „პეგასი", „ქუთაისი 2015" და წყალტუბოს „პრომეთე" ის გუნდები არიან, რომლებიც ერთმანეთს, „ოთხთა ფინალის" 1/2 ფინალებში, 27 და 28 მაისს დაუპირისპირდებიან ერთმანეთს. ამ დუელებში დამარცხებულები ბრინჯაოს მედლებისთვის 10 და 11 ივნისს შეხვდებიან, ამავე დღეებში გაიმართება ფინალური მატჩებით. თამაშები თბილისის ოლიმპიურ სასახლეშია დაგეგმილი.