ბადრი ყაველაშვილმა კაიაკისტთა მსოფლიო თასზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
13.05.2023
ავტორი: ოლიმპიური კომიტეტი
უნგრეთის ჟეგედში კაიაკისტთა მსოფლიო თასის პირველ ეტაპზე საქართველოს ნაკრების წარმომადგენელმა ბადრი ყაველაშვილმა მედალი მოიპოვა.
ქართველი ნიჩბოსანი 200 მეტრზე (K1 - 200 მ) წარმატებულ გამოსვლას ნახევარფინალის 36.49 წამში მოგებით შეუდგა. შედეგიანი ასპარეზობა ჰქონდა ფინალშიც, სადაც ფინიშის ხაზი 36.65 წამში გადაკვეთა და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.