ვაჟთა შორის არაოფიციალური პირველი ადგილის შემდეგ, უკვე ოფიციალურ გუნდურ პირველობაზე დოჰაში, სადაც დოჰაში დასრულებულ მსოფლიო ჩემპიონატზე 18 გუნდი იყო დარეგისტრირებული, საქართველოს ნაკრებმა ბრინჯაოს მედლები მოიპოვა.
საქართველოს ძიუდო ისტორიის წერას აგრძელებს. ინდივიდუალურ ასპარეზობებში, ერთ ჩემპიონატზე ორი ოქროს, თითო ვერცხლისა და ბრინჯაოს მოგებული მედლების შემდეგ, ამჯერად, ჩვენმა ჯუდოკებმა, მსოფლიოს 2023 წლის გუნდურ ასპარეზობაზე ბრინჯაოს მედლები მოიგეს! ამ გამარჯვებით ჩვენმა ნაკრებმა პარიზის 2024 წლის ოლიმპიურ თამაშებზე გუნდურ პირველობაზე ასპარეზობის უფლება ოფიციალურად მოიპოვა!
ბრინჯაოს ფინალში, საქართველოს ნაკრების მეტოქე გერმანია იყო. თავიდანვე ნათელი გახდა, რომ ჩვენი მოწინააღმდეგე მოსაგებად აქცენტს, გოგოებთან ასაღებ ქულებზე აკეთებდნენ თუმცა, უფრო გამოცდილ გერმანელ ქალებს, საკმაოდ დანის პირზე მოუხდათ გავლა ჩვენს გოგონებთან დაპირისპირებაში. თუმცა, სწორედ აქ, ბრინჯაოს ბაზარი საქართველოს ლიდერმა ქალმა ჯუდოკამ ეთერ ლიპარტელიანმა აიღო და გუნდს, მსოფლიოს ბრინჯაო მოუტანა. საქართველოს ნაკრებმა გერმანია 4-2 ძალზედ დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა.
ფინალურ ბლოკამდე, რომელიც თბილსის დროით 19:00 საათზე დაიწყო და ტატამზე სწორედ საქართველოსა და გერმანიის ნაკრებები გამოვიდნენ, ჩვენმა გუნდმა, საკმაოდ ძლიერი ბადის გავლა მოახერხა. თავდაპირველად დაამარცხა მონღოლეთის გუნდი 4-2, შემდეგ, სძლია ბრაზილიის საკმაოდ ძლიერ და გამოცდილ გუნდს, 4-3. ბადიდან, 1/2 ფინალში გასასვლელად იაპონიასთან, რომელიც მსოფლიოს გუნდური ჩემპიონი გახდა მოგვიანებით, 1-4 დამარცხდა და რეპეშაჟში გადაინაცვლა. აქ, ჩვენი გუნდის მეტოქე უზბეკეთის ნაკრები იყო, რომელსაც ქართველებმა 4-2 მოუგეს და ბრინჯაოს ფინალში გავიდნენ.
დღეს, დოჰას ტატამზე საქართველოს ნაკრების ღირსებსა იცავდნენ, ეთერ ლიპარტელიანი, ეთერ ასკილაშვილი, სოფიო სომხიშვილი, ლაშა შავდათუაშვილი, ლაშა ბექაური, ლუკა მაისურაძე, კოტე კაპანაძე, გელა ზაალიშვილი და გურამ თუშიშვილი.
(დღევანდელი ასპარეზობის ბადე და შედეგები )
და ბოლოს გეტყვით იმასაც, რომ ფინალში, იაპონიამ საფრანგეთი 4-3 დაამარცხა, მეორე ბრინჯაოს მედლების მფლობელები კი, ნიდერლანდელები გახდნენ, რომლებმაც 0-3 დაამარცხეს მარკოს ნაკრები.
ფოტო: (c) IJF / თამუნა ყულუმბეგაშვილი და გაბრიელა საბაუ