საქართველოს 20-წლამდე გოგონათა ნაკრები ესტონეთის დედაქალაქ ტალინში, ევროპის ახალგაზრდული ლიგის დასკვნით ეტაპში მონაწილეობის მისაღებად იმყოფება. ნინო ყიფშიძისა და ზვიად დიდბარიძის გაწვრთნილ გუნდს ოსტრავაში 3 მატჩი აქვს დაგეგმილი, რომელთაგან 2 უკვე ითამაშა.
ჩვენი ნაკრები ჩეხეთში შემდეგი შემადგენლობით იმყოფება: ეკატერინე წივწივაძე, ანა გელაშვილი, ელისაბედ ხიმშიაშვილი, ეთერი შონია, ლიკა კვირკველია, ლიზი აბრამიშვილი, ნატალი ჩუტკერაშვილი, ნიცა სამადაშვილი, ანა ნამგალაძე, სალომე სვანი, თამარ პაპუაშვილი, თეკლა გუჯაბიძე.
პირველი მატჩი ქართველებმა ფინურ ჰელმი ბასკეტთან გამართეს და 35-63 (სტატისტიკა) დამარცხდნენ. თამარ პაპუაშვილმა 11 ქულა და 5 მოხსნა მოაგროვა. ნატალი ჩუტკერაშვილის ანგარიშზე 10 ქულა და 4 ჩაჭრა დაგროვდა.
მეორე შეხვედრაში ჩვენი ნაკრების მეტოქე ჩეხური ოსტრავას გუნდი იყო. ქართველებმა შეხვედრა 55-82 (სტატისტიკა) დათმეს. ორმაგი დუბლი მოაგროვა ლიკა კვირკველიამ - 17 ქულა, 10 მოხსნა. 16 ქულა სალომე სვანის ანგარიშზეა.
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები ეტაპის ბოლო მატჩს 13 მაისს გამართავს. ნინო ყიფშიძის გაწვრთნილი გუნდის მეტოქე უკრაინული ინვასპორტი იქნება. მთლიანობაში, ჩვენს ნაკრებს ევროპის ლიგის მიმდინარე სეზონში 12 მატჩი აქვს გამართული, საიდანაც 3 გამარჯვება მოიპოვა.