სანდრო ბაზაძე მსოფლიო თასის გამარჯვებულია
სანდრო ბაზაძე მსოფლიო თასის გამარჯვებულია
13.05.2023
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ხმლით ფარიკაობაში მსოფლიო რეიტინგის პირველი ნომერი, ქართველი სანდრო ბაზაძე მორიგ წარმატებას აღწევს. სანდრო, ამჯერად, მადრიდის მსოფლიო თასის მოგებას ახერხებს.

საქართველოს ნაკრების ლიდერმა ტრადიციულ შეჯიბრებაში Villa de Madrid-ში, რომელიც წელს საიუბილეო, რიგით მე-40 იყო დღეს, მესამე მედალი მოიპოვა. გადამწყვეტ შეხვედრაში სანდრო, იტალიელ რიკარდო ნუჩიოს შეხვდა და 15-6 დაამარცხა.


სიმბოლურია, რომ 7 წლის წინ, ზუსტად 13 მაისს,  ბაზაძემ მსოფლიო თასის პირველი მედალი - ვერცხლი, სწორედ, ესპანეთის დედაქალაქში 2016 წლის 13 მაისს მოიგო. 2022 წელს კი,  6 მაისს ბრინჯაოს მედლით დაასრულა გამოსვლა. მისთვის კარგად ნაცნობ ტურნირზე, ბაზაძემ, წელს კოლექცია სრულად შეავსო და ოქროს მედალს დაეუფლა.


კიდევ ერთი საგულისხმო დეტალი -  ბაზაძე 2022 წლის მადრიდის მსოფლიო თასიდან დღემდე ზედიზედ მე-11 ტურნირზე (მსოფლიო ჩემპიონატი, ევროპის ჩემპიონატი, გრან პრი, მსოფლიო თასი) საუკეთესო სამეულში ხვდება.


ფოტო: სეოკ