„რუსთავი“ და თსუ სუპერლიგის ფინალში არიან!
„რუსთავი“ და თსუ სუპერლიგის ფინალში არიან!
11.05.2023
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ანატოლი ბოისას, მიხეილ ბერუაშვილისა და ლევან მიქაბერიძის გაწვრთნილი „რუსთავი" ქვეყნის ჩემპიონობისთვის იბრძოლებს. სუპერლიგის ფინალში, საქართველოს 2021 წელს ჩემპიონი ტიტულის დასაცავად, თსუ-ს შეხვდება.  „საფინალო" თამაშები დღეს, თბილისში, „თბილისი არენაზე" გაიმართა.


რუსთაველთა გუნდმა ფინალში გასასვლელად, ნახევარფინალურ ფლეი-ოფებში, გათამაშების დებიუტანტი „კავკასია" 3-1 დაამარცხა. ანალოგიური ანგარიშით სერიაში, 3-1 დაამარცხა თსუ-მ „მარგვეთი" და ახლა, ფინალური სერიის 3 მატჩი 20, 21 და 24 მაისს ჩემპიონობისთვის „რუსთავს" შეებრძოლოს. საჭიროების შემთხვევაში, მე-4 და მე-5 მატჩები შესაბამისად 25 და 28 მაისსაა დაგეგმილი.


აქვე გეტყვით, რომ მესამე ადგილისთვის მატჩი 21 მაისს შედგება და „მარგვეთი" - „კავკასიას" დაუპირისპირდება.



ფოტო: კალათბურთის ფედერაცია