ევროპის 2024 წლის და საქართველოსთვის სადებიუტო ჩემპიონატზე, ჩვენი ქვეყნის ხელბურთელთა ეროვნული ნაკრები E ჯგუფში, შვედეთის, ნიდერლანდებისა და ბოსნია-ჰერცეგოვინას ნაკრებებთან ერთად მანჰაიმში იასპარეზებს.
წილისყრაზე, რომელიც დღეს, დიუსელდორფში, თბილისის დროით 19:45 საათზე გაიმართე, საქართველოს ნაკრები რეიტინგის მიხედვით, მე-4 კალათში შვეიცარიის, რუმინეთის, მონტენეგროს, საბერძნეთისა და კუნძულები გუნდებთან ერთად იყო, შესაბამისად, ამ ნაკრებებიდან ჩვენ არც ერთი შეგვხვედრია.
ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გასული 24 ნაკრები საბოლოოდ 6, 4-გუნდიან ჯგუფში გადანაწილდა. ხორვატია B ჯგუფში (მანჰაიმი), ისლანდია C ჯგუფში (მიუნჰენი), ხოლო ნორვეგია განთავსებულია D ჯგუფში მოხვდნენ. კიდევ ერთი ნაკრები, შვედეთი, როგორც 2022 წლის ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებული E ჯგუფში მოხვდა. მსოფლიო ჩემპიონი დანია კი, F ჯგუფში იასპარეზებს. ჯგუფიდან, მომდევნო ეტაპზე პირველ-მეორე ეტაპზე გასული გუნდები გავლენ.
ევროპის ჩემპიონატის გახსნით შეხვედრაც დიუსელდორფში, MERKUR Spiel-Arena-ზე გაიმართება. დარბაზში, რომელიც 50 000 მაყურებლის იტევს და სადაც დღეს წილისყრა გაიმართა. შეგახსენებთ, რომ ხელბურთში, ევროპის 2024 წლის ჩემპიონატი 10-18 იანვარს, გერმანიის 6 ქალაქში გაიმართება. ჯგუფური ეტაპის შემდეგ, თამაშების გეოგრაფიული არეალის გარდა, მასპინძელი ქალაქების რაოდენობაც შემცირდება და ის ჰამბურგსა და კიოლნში გაიმართება.
საქართველოს ხელბურთელთა ნაკრები პირველ შეხვედრას 2024 წლის 11 იანვარს გამართავს.
11 იანვარი / ნიდერლანდები - საქართველო
13 იანვარი / საქართველო - შვედები
15 იანვარი / ბოსნია-ჰერცეგოვინა - საქართველო
აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ევროპის 2024 წლის ჩემპიონატზე სამი დებიუტანტი ნაკრების გარდა, რომელთა შორის არის საქართველოც, დებიუტი ექნება გათამაშების ახალ თასს.
საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე
ფოტო წილისყრიდან ©Kenny Beele