საქართველოს ქვიშის მოჭიდავეთა 3 ოქროს, 1 ვერცხლის, 1 ბრინჯაოს მედალი და გუნდური პირველი ადგილი
საქართველოს ქვიშის მოჭიდავეთა 3 ოქროს, 1 ვერცხლის, 1 ბრინჯაოს მედალი და გუნდური პირველი ადგილი
09.05.2023
ავტორი: ოლიმპიური კომიტეტი

არგენტინის დედაქალაქ ბუენოს-აირესში  ქვიშის მეორე მსოფლიო თამაშების მეოთხე სალიცენზიო ტურნირი გაიმართა, რომელიც ამავდროულად იყო მსოფლიო სერიის პირველი ეტაპი. საქართველოს ქვიშის მოჭიდავეთა ეროვნულმა ნაკრებმა გუნდმა დიდ წარმატებას მიაღწია - 3 ოქროს, 1 ვერცხლის, 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა და გუნდური პირველი ადგილი დაიკავა.

ოქროს მედლის მფლობელები გახდნენ : ნიკა კენჭაძე ( 80 კგ), დავით ფირუზაშვილი ( 90 კგ) და  მამუკა კორძაია (+90 კგ), ვერცხლის მედალს დაეუფლა ლევან ქელეხსაშვილი ( 70 კგ), დავით ხუციშვილმა ( 90 კგ)  კი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.


ქვიშის ჭიდაობაში მსოფლიო სერიის მეორე ეტაპს სინგაპური ივნისში უმასპინძლებს.