პარიზი-2024-ის საორგანიზაციო კომიტეტის ცნობით, ექვსკვირიანი რეგისტრაციის შედეგად, XXXIII თამაშების მასპინძლებმა მოხალისეთა "ძლიერი ენთუზიაზმი" იხილეს. აღნიშნულია, რომ პარიზის თამაშებისთვის დარეგისტრირებულთა რაოდენობა აჭარბებს რიოს (2016) და ტოკიოს (2020) ოლიმპიურ თამაშების მოხალისეთა საერთო რაოდენობას.
პარიზი-2024-ის თანახმად, კანდიდატთა მესამედი 25 წლამდე ასაკისაა, ნახევარზე მეტი ქალია და ყოველ მეორეს სურს მონაწილეობა მიიღოს როგორც ოლიმპიურ, ისე პარალიმპურ თამაშებში.
ფრანგი ორგანიზატორების თქმით, 3 ათასზე მეტი კანდიდატი სპეციალური საჭიროების მქონე პირია.
შერჩეული კანდიდატების ვინაობა სექტემბერ-ოქტომბერში გაცხადდება, 2024 წლის დასაწყისში კი მათ მომზადებას შეუდგებიან.
პარიზის ოლიმპიურ თამაშებს 30 ათასი მოხალისე მოემსახურება, 15 ათასი კი - პარალიმპურ თამაშებს.