ფიბა-მ ევროპელი მსაჯები და კომისრები ასაკობრივ საკონტინენტო ჩემპიონატებზე გაანაწილა
ფიბა-მ ევროპელი მსაჯები და კომისრები ასაკობრივ საკონტინენტო ჩემპიონატებზე გაანაწილა
09.05.2023
ავტორი: კალათბურთის ფედერაცია

ტრადიციულად, ზაფხული დატვირთულია ევროპის ასაკობრივი ჩემპიონატებით, რომლის ორგანიზატორიც კალათბურთის საერთაშორისო ფედერაცია - ფიბა გახლავთ. ვაჟთა და გოგონათა შორის 3 ასაკობრივ კატეგორიაში - 16, 18 და 20 - იმართება საკონტინენტო პირველობები, რომლებიც თავის მხრივ დაყოფილია 3 - A, B  და C დივიზიონად. ლაპარაკია 20-ზე მეტ მულტიეროვნულ ტურნირზე, რომლებშიც ნაკრებებთან ერთად, ცხადია, უამრავი მსაჯი მონაწილეობს.


ის ქართველი მსაჯები და კომისარი, რომლებიც ფიბა-ს მოქმედ ლიცენზიას ფლობენ, აქტიურად იქნებიან ზემოხსენებულ ტურნირებში ჩართულები. სამ მსაჯს - მიხეილ ვართანოვს, კირილე თვაურს, მაკა შალამბერიძეს და ერთ კომისარს - მერაბ რატიშვილს ჯამში 8 ტურნირის მომსახურება მოუწევთ.


წარმოგიდგენთ ტურნირებს, რომლებსაც ფიბას ლიცენზირებული ქართველი მსაჯები და კომისარი მოემსახურებიან:


მიხეილ ვართანოვი (მსაჯი)

ევროპის 20-წლამდე ვაჟთა ევროპის ჩემპიონატი, ბ დივიზიონი

7-16 ივლისი, სკოპიე (ჩრდილოეთ მაკედონია)


ევროპის 20-წლამდე ქალთა ევროპის ჩემპიონატი, ბ დივიზიონი

28 ივლისი-6 აგვისტო, კრაიოვა (რუმინეთი)


ევროპის 16-წლამდე ქალთა ევროპის ჩემპიონატი, ა დივიზიონი

11-19 აგვისტო, იზმირი (თურქეთი)


კირილე თვაური (მსაჯი)

ევროპის 18-წლამდე ვაჟთა ევროპის ჩემპიონატი, ბ დივიზიონი

21-30 ივლისი, მატუსინიუში (პორტუგალია)


ევროპის 16-წლამდე ვაჟთა ევროპის ჩემპიონატი, ბ დივიზიონი

4-13 აგვისტო, პიტეშტი (რუმინეთი)


მარინა შალამბერიძე (მსაჯი)

ევროპის 20-წლამდე ქალთა ევროპის ჩემპიონატი, ბ დივიზიონი

28 ივლისი-6 აგვისტო, კრაიოვა (რუმინეთი)


ევროპის 16-წლამდე ქალთა ევროპის ჩემპიონატი, ც დივიზიონი

10-23 ივლისი, ანდორა და ველა (ანდორა)


მერაბ რატიშვილი (კომისარი)

ევროპის 18-წლამდე ქალთა ევროპის ჩემპიონატი, ა დივიზიონი

1-9 ივლისი, კონია (თურქეთი)