საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრების წევრი შაგინია, ესპანურ „პალმასთან" ერთად ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული გახდა. ჩვენი გუნდის ერთ-ერთმა ყველაზე შედეგიანმა მოთამაშემ ოთხთა ტურნირის ფინალურ დაპირისპირებაში მართალია გოლი ვერ გაიტანა, თუმცა, თანაგუნდელებთან ერთად, პენალტების სერიაში (ძირითადი დრო 1-1 დასრულდა) ანგარიშით 5-3, მისმა გუნდმა ლისაბონის „სპორტინგი" დაამარცხა და ფუტსალის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტიტულს პირველად დაეუფლა.
უეფა-ს ფუტსალის ჩემპიონთა ლიგის ოთხთა ფინალმა კუნძულ მალიორკაზე 5 მაისს აიღო სტარტი. წლევანდელ გათამაშებაში საქართველოს ეროვნული ნაკრები ორი ფეხბურთელით რონინიო ბელგიურ „ანდერლეხტში" და შაგინია ადგილობრივ „პალმაში" იყვნენ წარმოდგენილები.
ოთხთა ტურნირის 1/2 ფინალებში, „ანდერლეხტი" „სპორტინგთან" 7-1 დამარცხდა. „პალმამ" კი, საკმაოდ თანაბარ ბრძოლაში 4-3 „ბენფიკას" სძლია.
მესამე ადგილისთვის „ანდერლეხტი" 4-3 დამარცხდა „ბენფიკასთან".
აქვე შეგახსენებთ, რომ ფუტსალის ჩემპიონთა ლიგა აქამდე ეროვნული ნაკრების სამ წევრს, ზვიად კუპატაძეს, ფუმასასა და ელისანდროს ჰქონდათ მოგებული.
სტატიაში გამოყენებულია ©UEFA Futsal -ის ფოტოები