დოჰაში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე ქართველი ჯუდოკებიდან ტატამზე პირველი გიორგი სარდალაშვილი გამოვიდა. ახალგაზრდა ქართველმა ათლეტმა, სადებიუტო ჩემპიონატზე -60 კგ წონით კატეგორიაში ასპარეზობა მეორე წრიდან დაიწყო და ძირითადი ბადეს B ჯგუფში ჯერ, ზამბიელი საიმონ ზულუ, შემდეგ ავსტრიელი მარკუს აუერი დაამარცხა, თუმცა 1/2 გადასასვლელ დაპირისპირებაში, მისთვის კარგად ნაცნობ ესპანელთან, ფრანსისკო გარიგოსთან დამატებით დროში დამარცხდა.
ქართველს, ბრინჯაოს მედლის მოსაგებად ასპარეზობის გაგრძელება რეპეშაჟიდან მოუხდა, სადაც, ყაზახი ნურკანატ სერიკბაიევი იპონით დაამარცხა და ბრინჯაოს მედლისთვის გააგრძელა ბრძოლა. აქ კი, მისი მეტოქე, 25 წლის ბელგიელი იორე ვერსტაეტენი იყო. შეხვედრამ ზუსტად 9:29 წუთი გასტანა და ის, 19 წლის ქართველის გამარჯვებით დასრულდა.
სხვათა შორის, ავსტრიელთან გაკეთებული იპონი, მთლიანად ჩემპიონატის თუ არა, დღის საუკეთესო იპონი ნამდვილად იყო.
რაც შეეხება, მამაკაცთა შორის გამარჯვებულს, ტუტული ესპანელმა მოიგო. აღნიშნულ წონაში, ფინალში გარიგოსი და უზბეკი დილშოდბეკ ბარატოვი დაუპირისპირდა და დამატებით დროში ვაზარით მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიგო.
ხვალ, ასპარეზობაში ქართველთაგან, -66კგ წონით კატეგორიაში ვაჟა მარგველაშვილი ჩაერთვება და ასპარეზობას მეორე წრიდან დაიწყებს.
ფოტო: © IJF/ თამუნა ყულუმბეგაშვილი