WU17 | საქართველოს ნაკრებმა ბოსნია და ჰერცეგოვინა პენალტების სერიაში დაამარცხა
07.05.2023
ავტორი: სფფ-ს ინფორმაცია
უეფას განვითარების თასზე საქართველოს 17-წლამდე გოგონათა ნაკრებმა დასკვნითი შეხვედრა გამართა. სალომე ხუბულურის გუნდმა ბოსნია და ჰერცეგოვინის ასაკობრივ ნაკრებს პენალტების სერიაში დაამარცხა.
გატანილი გოლების გარეშე დასრულებული 90 წუთის შემდეგ, 11-მეტრიანების სერიაში ჩვენმა გუნდმა 3-2 სძლია მეტოქეს. პენალტები ზუსტად მარიამ მამფორიამ, ნათია ჯოჯუამ და ლოლიტა კალოიანმა შეასრულეს. ჩვენი გუნდის მეკარემ, სალომე ხაჭაპურიძემ კი ორი 11-მეტრიანი მოიგერია.
უეფას განვითარების თასზე, რომელსაც ლიეტუვამ უმასპინძლა, ჩვენმა გუნდმა 3 შეხვედრა გამართა. ბოსნია და ჰერცეგოვინასთან მატჩამდე, საქართველოს 17-წლამდე გოგონათა ნაკრები ესტონეთთან და ლიეტუვასთან მინიმალური სხვაობით, 1-2 დამარცხდა.