ხვალ დოჰაში, ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატი აიღებს სტარტს. ასპარეზობაში 99 ქვეყნის 657 სპორტსმენი 7-14 მაისის ჩათვლით საუკეთესოების გამოვლენას შეეცდება. მონაწილე ქვეყნებს შორის არის წარმოდგენილი საქართველოც. თუმცა, ჩემპიონატს პროტესტი უკრაინამ გამოიცხადა და შესაბამისად, პარიზის 2024 წლის ოლიმპიურ თამაშებამდე, ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ სალიცენზიო ტურნირს გამოტოვებს.
შეგახსენებთ, რომ უკრაინელები, მსოფლიო ჩემპიონატზე მართალია დროშისა და ქვეყნის დასახელების გარეშე, თუმცა რუსეთისა და ბელარუსის წარმომადგენელთა დაშვებას აპროტესტებენ. უკრაინის ძიუდოს ფედერაციის წარმომადგენლებმა, IJF-ის ამ გადაწყვეტილების შემდეგ, განაცხადეს, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე რეგისტრაცია გავლილ რუს სპორტსმენებს შორის 5 პირდაპირ კავშირშია სამხედრო სტრუქტურებთან. მათ შორის 4 კი, უფროსი ლეიტენანტის წოდებასაც კი ატარებს.
უკრაინის ძიუდოს ფედერაციისა და ჯუდოკების ამ პროტესტს ამ ეტაპზე საერთაშორისო გამოხმაურება არ მოჰყოლია. დოჰაში, დღეს გამართული წილისყრაზე, როგორც უკვე გითხარით 99 ქვეყანა იყო წარმოდგენილი.
საქართველო, მსოფლიო ჩემპიონატზე საკმაოდ სოლიდური შემადგენლობით, 12 ჯუდოკათი არის წარმოდგენილი:
-60 კგ გიორგი სარდალაშვილი
-66 კგ ვაჟა მარგველაშვილი
-73 კგ ლაშა შავდათუაშვილი
-81 კგ ტატო გრიგალაშვილი
-90 კგ ლუკა მაისურაძე, ლაშა ბექაური
-100 კგ ილია სულამანიძე, ვარლამ ლიპარტელიანი
+100 კგ გურამ თუშიშვილი
-57 კგ ეთერ ლიპარტელიანი
-63 კგ ეთერ ასკილაშვილი
+78 კგ სოფიო სომხიშვილი
როგორც ხედავთ, ორ წონით კატეგორიაში, ქართული გუნდი 2-2 ათლეტით არის წარმოდგენილი. წილისყრის შედეგად, ქართველები ერთმანეთს 1/2 ფინალამდე არ შეხვდებიან. ქართველთაგან ტატამზე პირველი კი, გიორგი სარდალაშვილი გამოვა.
ფოტო: @IJF