WU17 | ლიეტუვა 2:1 საქართველო
04.05.2023
ავტორი: სფფ-ს ინფორმაცია
საქართველოს 17-წლამდე გოგონათა ნაკრებმა უეფას განვითარების თასზე მეორე მატჩი გამართა.
სალომე ხუბულურის გუნდი კაუნასში, ტურნირის მასპინძელ ლიეტუვის ასაკობრივ ნაკრებთან მინიმალური სხვაობით, 2:1 დამარცხდა. საქართველოს ნაკრების რიგებში გოლი 21-ე წუთზე ნათია ჯოჯუამ გაიტანა.
ტურნირის დასკვნით შეხვედრას ჩვენი გუნდი 7 მაისს, ბოსნია და ჰერცეგოვინის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს. მატჩი 12:00 საათზე დაიწყება.
შემადგენლობა და მატჩის გვერდი - ლიეტუვა 2:1 საქართველო