დუდა სანაძემ სეზონი შთამბეჭდავი პირადი შედეგით დაასრულა, თუმცა მისი გუნდისთვის ამას ვერ ვიტყვით. ფამაგუსტას ანორთოსისი კვიპროსის თავის ფინალში ლარნაკა აეკ-ს შეხვდა და ქართველი ლეგიონერის შედეგიანი თამაშის მიუხედავად 72-88 დამარცხდა.
სანაძეს არ უთამაშია თასის ნახევარფინალში, რომელშიც ანორთოსისმა აპოლონს 78:73 სძლია. რაც შეეხება ფინალურ მატჩს, სანაძე ანორთოსისში საუკეთესო იყო. ქართველი უკანახაზელი სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და 30:43 წუთში 25 ქულა და 1 მოხსნა მოაგროვა. დუდამ 9-დან 4 ორქულიანი, 5-დან 2 სამქულიანი და 12-დან 11 საჯარიმო ჩააგდო.
დუდამ ბურთი 4-ჯერ დაკარგა და 3 პერსონალური ფოლი მიიღო, მისი სარგებლიანობის კოეფიციენტი კი 13-ს გაუტოლდა და ეს ფამაგუსტელთა რიგებში ყველაზე მაღალი მაჩვენებელი იყო.
ანორთოსისისთვის სეზონი დასრულდა. სანაძე თავისუფალი აგენტია და სანამ ეროვნულ ნაკრებში ჩამოვიდოდეს, სავარაუდოდ, ახალ კლუბს მონახავს