ქართული ლეგიონის ამბები
ქართული ლეგიონის ამბები
02.05.2023
ავტორი: სფფ / დიმა ნებიერიძე

ხვიჩა კვარაცხელიას ჩემპიონობა ერთი ტურით გადაიდო. სამაგიეროდ, ავსტრიის თასის ფინალში ქართველი ფეხბურთელის გუნდმა გაიმარჯვა, ოთარ კიტეიშვილი გრაცის „შტურმთან" ერთად, ავსტრიის თასის გამარჯვებული გახდა. გრაცელებმა ფინალურ შეხვედრაში დედაქალაქური „რაპიდი" 2-0 დაამარცხეს. „კიტემ" სასტარტო შემადგენლობიდან დაიწყო და მინდორზე 75 წუთი დაჰყო.

საფრანგეთში, კვლავ თავი გამოიჩინა ჟორჟიმ. „პარიზთან" გამართულ საშინაო შეხვედრაში „მეცმა" ქულა მოიპოვა. მატჩი ფრედ, 1-1 დასრულდა, მასპინძელთაგან მორიგი გოლი გიორგი მიქაუტაძემ გაიტანა.


დრამატული მატჩი მოიგო „ულსან ჰიუნდაიმ", მასპინძლები შეხვედრას 0-1 აგებდნენ, თუმცა, მატჩის მიწურულს მეტოქის კარი ორჯერ აიღეს, ანგარიშის ვაკო ყაზაიშვილის გოლით გაათანაბრეს, რაც საბოლოოდ შეხვედრაში გარდამტეხი გამოდგა.


„ცრვენა ზვეზდამ", რომელიც უკვე ქვეყნის ჩემპიონია, მორიგი დამაჯერებელი საშინაო გამარჯვება იზეიმა. ირაკლი აზაროვმა, ამჯერად საგოლე გადაცემით მიითვალა.