ვერცხლი სეულის გრან სლემზე
30.04.2023
ავტორი: ოლიმპიური კომიტეტი
სანდრო ბაზაძემ სეულის გრან პრი ვერცხლის მედლით დაასრულასაქართველოს მოფარიკავეთა ნაკრების ლიდერმა სანდრო ბაზაძემ სეზონში მისთვის მესამე გრან პრის ფინალამდე გაიკვალა გზა და ასპარეზობა ვერცხლის მედლით დაასრულა.
ხმლით ფარიკაობაში მსოფლიო რეიტინგის პირველი ნომერი სეულის გრან პრის ფინალში კორეელ სანგუკ ოსთან 14-15 წააგო. ბაზაძემ გადამწყვეტ შეხვედრამდე დაამარცხა იაპონელი, კანადელი, ირანელი, კორეელი და იტალიელი მეტოქეები.
აღსანიშნავია, რომ ქართველი მოფარიკავე ერთადერთია, რომელმაც 2022/23 წლების სეზონის სამივე გრან პრის (ტუნისი, ორლეანი და სეული) ფინალში იასპარეზა. გარდა ამისა, მადრიდის მსოფლიო თასიდან (06.05.2022) დღემდე ზედიზედ მეათე პრესტიჟულ ტურნირზე (მსოფლიო ჩემპიონატი, ევროპის ჩემპიონატი, გრან-პრი, მსოფლიო თასი) საუკეთესო სამეულშია.