ფიბა-მ მსოფლიოს 2023 წლის თასის ფინალური ტურნირის ჯგუფური ეტაპების კალენდარი გამოაქვეყნა. ილიას ზუროსის გუნდი, საქართველოს ეროვნული ნაკრებისთვის სადებიუტო მსოფლიო ჩემპიონატზე პირველ შეხვედრას 26 აგვისტოს, ტურნირის ასევე დებიუტანტი კაბო ვერდე იქნება.
გუშინ, მანილაში გამართული წილისყრის შემდეგ საქართველოს ნაკრები ფიბა-ს 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის F ჯგუფში მოხვდა კაბო ვერდეს, სლოვენიისა და ვენესუელას ეროვნულ ნაკრებებთან ერთად.
ჩვენი გუნდი ჯგუფის შეხვედრებს შემდეგი თანმიმდევრობით გამართავს:
26 აგვისტო / კაბო ვერდე - საქართველო
28 აგვისტო / საქართველო - სლოვენია
30 აგვისტო / საქართველო - ვენესუელა
შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ჩემპიონატი პირველად სამ ქვეყანაში, ფილიპინებში, ინდონეზიასა და იაპონიაში ჩატარდება. ჩვენი ნაკრების ჯგუფი იაპონიაში, ქალაქ ოკინავაში გამართავს ჯგუფის შეხვედრებს.