ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის აღმასრულებელმა კომიტეტმა რუსეთისა და ბელარუსის წარმომადგენლებს, მისი ეგიდით გამართულ შეჯიბრებში მონაწილეობის უფლება მისცა. ამასთან, IJF-ის აღმასკომმა გადაწყვიტა საქმეში, დამოუკიდებელი ავტორიტეტული კომპანია ჩართოს, რომელიც ამ ქვეყნების სპორტსმენების ბიოგრაფიულ მონაცემებს, მათ შორის სოციალურ ქსელში აქტივობის შინაარსსაც შეამოწმებს, კონკრეტულად მათი სოციალური ქსელებით წარმოებდა თუ არა სამხედრო პროპაგანდა. მხოლოდ ის სპორტსმენები და მათთან დაახლოებული პერსონალი, რომელიც ამ შემოწმებას გაივლის, დაშვებულნი იქნებიან ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის ეგიდით გამართულ შეჯიბრებზე.
პარიზი 2024-ის ოლიმპიური თამაშებისთვის, სპორტსმენებისთვის სალიცენზიო ქულების დარიცხვა უკვე დაწყებულია. IJF-ის ეს გადაწყვეტილება კი, რუსეთისა და ბელარუსის წარმომადგენლებს, ხელს აძლევს სოლიდური ქულები დაირიცხონ, ვინაიდან, მსოფლიო ჩემპიონატზე, რომელიც დოჰაში რამდენიმე დღეში 7-14 მაისს უნდა გაიმართოს, უფრო ბევრია, ვიდრე სხვა სალიცენზიო შეჯიბრებების დროს.
აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე საუბრისას, ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის მიერ დაგზავნილ საინფორმაციო წერილში ნათქვამია, რომ გაერთიანებული ერების ორგანიზაცია, მხარს უჭერს იდეას, რომელიც ყველას აძლევს უფლებას დაკავდეს სპორტით. 2019 წელს, გაერომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ „სპორტისა და ფიზიკური აქტივობისას არ უნდა ჰქონდეს ადგილი დისკრიმინაციისა და შეზღუდვებს" და მოუწოდა ხელისუფლებას, რათა ყველა მოქალაქეს შესძლებოდა სპორტულ ღონისძიებებში მონაწილეობის უფლება.
„ძიუდოს საერთაშორისო ფედერაცია არის ინკლუზიური ორგანიზაცია, რომელიც ეფუძნება ფასეულობებს, წინსვლასა და ძიუდოს, როგორც ადამიანის უფლებების და საერთაშორისო ერთიანობის, მეგობრობისა და მშვიდობის დაცვის საშუალებას. ჩვენ, ურყევად ვეწინააღმდეგებით ყველა ფორმის აგრესიას, დისკრიმინაციას, ომსა და ხალხის სიკვდილს. ჩვენ დარწმუნებულნი ვართ, რომ ყველას აქვს უფლება დაკავდეს სპორტით, იმისდა მიუხედავად რომელ ეთნოსს, რელიგიას და სქესს ეკუთვნის", - წერს IJF და დასძენს, „ჩვენ მოუთმენლად ველით შესაძლებლობას, 2023 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე ყველა სპორტსმენთან ერთად, რომელებიც პარიზის 2024 წლის ოლიმპიური თამაშების საკვალიფიკაციო ტურნირზე იასპარეზებენ, ერთად გავუთქვათ სახელი ძიუდოს ფასეულობებს. სპორტი არის მთავარი ხიდი დიალოგისა და შერიგებისთვის".