მემორანდუმი საქართველოს რკინიგზასთან
მემორანდუმი საქართველოს რკინიგზასთან
28.04.2023
ავტორი: სფფ-ს ინფორმაცია

უეფას 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატისთვის მზადების ფარგლებში, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასა და საქართველოს რკინიგზას შორის მემორანდუმი გაფორმდა.


ხელშეკრულებას ხელი სფფ-ის პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა და  საქართველოის რკინიგზის გენერალურმა დირექტორმა, დავით ფერაძემ მოაწერეს.


მემორანდუმის ფარგლებში, ჩემპიონატის პოპულარიზაციისა და ცნობადობის ამაღლების მიზნით, სხვადასხვა აქტივობაა დაგეგმილი. მათ შორის, მატარებლების დაბრენდვა და მგზავრებისთვის ჩემპიონატის შესახებ ინფორმაციის მიწოდება.


21-წლამდე ევროპის ჩემპიონატის ფერებში დაბრენდილი პირველი მატარებელი, თბილისიდან ბათუმის მიმართულებით პირველ მაისს, ტურნირის დაწყებამდე 50 დღით ადრე გავა.


უეფას 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატი საქართველოსა და რუმინეთში 21 ივნისიდან 8 ივლისის ჩათვლით გაიმართება. საქართველოში მატჩებს სამი ქალაქი - თბილისი, ქუთაისი და ბათუმი უმასპინძლებს.


მატჩებზე დასასწრები ბილეთების შეძენა tkt.ge-ზე, სპეციალური ლინკით www.under21tickets.ge-ზე არის შესაძლებელი.



13 მარტიდან ბილეთები აბონემენტების ფორმატში იყიდება, რომელშიც სტადიონების მიხედვით გაერთიანებული იქნება ჯგუფური და მეოთხედფინალური ეტაპის მატჩები. 1 მაისს ჯგუფური ეტაპისა და მეოთხედფინალური ეტაპის თამაშების ინდივიდუალური ბილეთების გაყიდვა დაიწყება.