საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები ოკინავაში იასპარეზებს
საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები ოკინავაში იასპარეზებს
29.04.2023
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები სადებიუტო მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე იაპონიაში იასპარეზეს. ოკინავაში, ჩვენს გუნდს F ჯგუფში სლოვენიის,  კაბუ ვერდეს (რომელიც საქართველოს მსგავსად, მსოფლიო ჩემპიონატის დებიუტანტია) და ვენესუელა ნაკრებებთან ერთად მოუწევს საუკეთესოს გარკვევა, გათამაშების მომდევნი ეტაპზე გასასვლელად. ჩვენი ეროვნული ამ მომენტისთვის FIBA-ს მსოფლიო რეიტინგში 32-ე ადგილზეა. 25 ადგილით წინ, მე-7 აგდილზეა სლოვენიის ნაკრები, მე-17 ადგილზე ვენესუელასი, 64-ე პოზიციაზე კი, კაბო ვერდეა.

მსოფლიოს საკალათბურთო ჩემპიონატს პირველად უმასპინძლებს 3 ქვეყანა - იაპონია,  ინდონეზია და ფილიპინებ. თამაშები 2023 წლის 25 აგვისტოდან 10 სექტემბრის ჩათვლით სწორედ ამ ქვეყნებში გაიმართება. სამი მასპინძელი ქვეყნიდან, ფიბა-ს მსოფლიო ჩემპიონატს პირველად მასპინძლობს ფილიპინები. პირველად, მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილე დებიუტანტებს შორის იქნება საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები, რომელმაც ამ პრესტიჟულ ტურნირზე ასპარეზობის უფლება რამდენიმე თვის წინ, თბილისში გაინაღდა.




დღეს კი, ფილიპინებზე, მანილაში, თბილისის დროით 15:30 წუთზე წილისყრა დაიწყო, რომელშიც 8 კალათში გადანაწილებული 32 ნაკრები, უშუალოდ მსოფლიო ჩემპიონატის ფინალური ეტაპის ჯგუფებში გადანაწილდნენ. საქართველოს ნაკრები მე-6 კალათში.


ამ ეტაპზე ჩვენთვის უცნობია, როგორ აფასებენ ქართულ საკალათბურთო წრეებში მომავალ მეტოქეებს. ამის შესახებ, შევცდებით მოგვიანებით გიამბოთ. მანამდე კი, წილისყრის ცერემონიის არასპორტული კუთხით რაც დაგვამახსოვრდა, მასკოტი ჯიფ-ი იყო, რომელიც რობოტისთვის მოუქნელად, ცდილობდა მოცეკვავეთა გუნდთან ერთად, თავი გამოეჩინა.





#Winforall

სტატიაში გამოყენებულია © FIBA და საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ფოტოები