უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის შემდეგ, სტამბული აგვისტოში კიდევ ერთხელ მოექცევა ევროპისა და მსოფლიოს ყურადღების ცენტრში. ფიბა-ს გადაწყვეტილებით პარიზის 2024 წლის ოლიმპიური თამაშებამდე ერთ-ერთ შესარჩევ ტურნირის თურქეთი უმასპინძლებს. ამის შესახება ინფორმაცია, კალათბურთის საერთაშორისო ფედერაციამ ცოტა ხნის წინ გაავრცელა. ტურნირი, 2023 წლის 12-20 აგვისტოს ჩათვლით გაიმართება და მასში მონაწილეობას წინასწარი განთესვის შემდე, მე-2, მე-3, მე-6 და მე-7 „კალათში" გადანაწილებული გუნდები, ასეთი კი, 8 გუნდი იქნება. ისინი, სტამბულში ორ ჯგუფად დაწყვილდებიან და ოლიმპიურ თამაშებზე პირდაპირ გასასვლელი საგზურისთვის იბრძოლებენ. რამეთუ ის, ვინც ამ ტურნირს მოიგებს, პარიზის საგზურსაც დაეუფლება.
ფიბა-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში, წილისყრის შემდეგ, რომელიც 1 მაისს გაიმართება, 16 გუნდი ევროპიდან 2 ტურნირზე გადანაწილდება. ერთი ტურნირი, სტამბოლში გაიმართება. სტამბულში „მოხვედრილი" გუნდები „სინან ერდენის სახელობის" კომპლექსში იასპარეზებენ. ჯგუფებში 1-2 ადგილზე გასული გუნები ნახევარფინალში თამაშის უფლებას მოიპოვებენ. ამ ტურნირზე გამარჯვებული გუნდი კი, ფიბა-ს ოლიმპიურ „კვალიფიკაციაში" მოხვდება და შესაბამისად, ოლიმპიური თამაშების წილისყრისთვის გამზადებულ კალათში განთავსდება.
საერთო ჯამში, ოლიმპიური საგზურებისთვის ამ წინა-საკვალიფიკაციო ტურნირებში, 40 ქვეყნის ეროვნული ნაკრები გუნდი იბრძოლებს. ეს ის გუნდებია, რომლებმაც ფიბა-ს მოსლიო თასის საკვალიფიკაციო ეტაპზე მიიღეს მონაწილეობა. მათ შორის გუნდები ევროპიდან: ბელგია, ბოსნია და ჰერცეგოვინა, ბულგარეთი, ჩეხეთის რესპუბლიკა, ესტონეთი, ხორვატია, ნიდერლანდები, ისრაელი, შვედეთი, ისლანდია, ჩრდ, მაკედონია, უნგრეთი, პოლონეთი, პორტუგალია და უკრაინა. 8-8 გუნდი, მსგავს ტურნირებში შეეცდება ოლიმპიური თამაშების საგზურის მოპოვებას ამერიკიდან (არგენტინა, ბაჰამის კუნძულები, კოლუმბია, კუბა, პანამა, ჩილე, ურუგვაი და ვირჯინიის კუნძულები), აფრიკიდან (კონგო, გვინეა, კამერუნი, მალი, ნიგერია, სენეგალი, ტუნისი და უგანდა) და აზიიდან (ბაჰრეინი, ჩინეთის ტაიბი, ინდონეზია, ინდოეთი, ყაზახეთი, კორეა, სირია, საუდის არაბეთი). მათ გარდა, კიდევ ერთი ნაკრები სხვა კონტინენტიდან. ამ ჩამონათვალიდან 28 გუნდი მსოფლიოს 2023 წლის საკალათბურთო ჩემპიონატის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე მონაწილეობდა, თუმცა, კვალიფიკაციის გავლა ვერ მოახერხა, 12 გუნდმა კი, მეორე საკვალიფიკაციოზეც ვერ გააღწია.
შეგახსენებთ, რომ პარიზის 2024 წლის ოლიმპიური თამაშებისთვის ფიბა-მ მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატისთვის, ანუ 2020 წლიდან დაიწყო გუნდებისთვის ქულების მინიჭება. 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატიდან, ოლიმპიური თამაშების მასპინძელი საფრანგეთის ჩათვლით, ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობის უფლებას ავტომატურად იღებს საუკეთესო სარეიტინგო მაჩვენებლის 7 ნაკრები. ამ შვიდი გუნდიდან, 2 იქნება ამერიკის, 2 ევროპის, ერთი აფრიკისა, ერთი აზიისა და ერთი ოკეანეთის წარმომადგენელი.
კიდევ ოთხ ადგილს, წინასაოლიმპიადო ტურნირებში მონაწილე გუნდები გაითამაშებენ. 24 ნაკრები ოთხ ოლიმპიურ საკვალიფიკაციო ტურნირში მიიღებს მონაწილეობას. 3 აფრიკული, 3 ამერიკული და 3 აზიის/ოკეანეთის წარმომადგენელი, რომლებიც მსოფლიო ჩემპიონატის მაღალ საფეხურს დაიკავებენ, მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის 16 საუკეთესო შედეგის მქონე გუნდების შემდეგ, იმ გუნდებს შეუერთდებიან, რომლებიც წინა საოლიმპიადო შესარჩევ ტურნირში მიიღებენ მონაწილეობას. ტურნირებში გამარჯვებული გუნდები ასევე მიიღებენ ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობის უფლებას.
2023 წლის ივნისში იმსჯელებენ დართონ თუ არა საფრანგეთს, როგორც ოლიმპიური თამაშების მასპინძელ ქვეყანას, როგორც ქალთა ასევე ვაჟთა შორის პირდაპირ საკალათბურთო ტურნირში მონაწილეობის უფლება. თუმცა, ფიბა-ს ნაწილი მიიჩნევს, რომ ამით შეჯიბრობითობის პრინციპი ირღვევა და საფრანგეთმაც, სხვა გუნდების მსგავსად უნდა გაიაროს გრძელი გზა, ოლიმპურ ტურნირამდე. მოკლედ, თუ საფრანგეთს მისცეს უფლება პირდაპირ იასპარეზოს სამშობლოში გასამართ ოლიმპიურ თამაშებში, ის იქნება რიგით 22-ე საგზურის მფლობელი. ბოლო 2 ადგილს კი, რომელიც 24 გუნდისთვის არის გამოყოფილი, მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდეგი რეიტინგის 2 საუკეთესო გუნდს შეხვდება.
ფოტო: @IOC