შერმადინმა ტენერიფეს ბრეოგანთან ულიდერა და MVP-ის ტიტული დაიმსახურა
შერმადინმა ტენერიფეს ბრეოგანთან ულიდერა და MVP-ის ტიტული დაიმსახურა
24.04.2023
ავტორი: კალათბურთის ფედერაცია / ირაკლი პერტაია

გიორგი შერმადინი კვლავ MVP გახდა - ამჯერად ესპანეთის ჩემპიონატის 29 ტურის მატჩის, რომელშიც მისი წინამძღოლობით "ლენოვო ტენერიფემ" შინ „ბრეოგანი" 85-67 დაამარცხა.


ქართველი ცენტრი ორივე გუნდის მხრიდან საუკეთესო იყო, მან 23 წუთში 20 ქულა, 8 მოხსნა და 1 პასი დააგროვა და სარგებლიანობის კოეფიციენტიც გუნდში ყველაზე მაღალი ჰქონდა (27). 10-დან 8 ორქულიანი და 5-დან 4 ერთქულიანი გამოიყენა. სხვათა შორის, მარგი ქმედების კოებიციენტები რომ შევკრიბოთ, შერმადინმა სწორედ „ბრეოგანთან" მიაღწია 5 ათასიან ნიშნულს.


„მურსია" „მანრესასთან" სტუმრად 83:93 დამარცხდა. მურსიელთა სორის 6 წუთი ითამაშა რატი ანდრონიკაშვილმა (1 ქულა), ხოლო მაკფადენმა 12 ქულა, 3 მოხსნა და 2 პასი ჩაიწერა. თადმა 3-დან 2 ორქულიანი, 8-დან 2 სამქულიანი და 3-დან 2 ერთქულიანი ჩააგდო.


„ტენერიფეს" 28 ტურის შემდეგ 20 გამარჯვება აქვს და მეოთხე ადგილზეა, ხოლო „მურსია" 12 გამარჯვებით მეთორმეტეა.

 

ვიდეო-კადრები მატჩიდან