რაგბი ევროპამ 7-კაცა და 7-ქალა რაგბში 2023 წლის ჩემპიონატის, ალაფისა და კონფერენც დივიზიონის მასპინძელი ქალაქები და ეტაპების ვადები განსაზღვრა.
7-კაცა ჩემპიონატი ორ ეტაპად გაიმართება. პირველ ეტაპს 9-11 ივნისს ალგარვე (პორტუგალია), ხოლო მეორეს ჰამბურგი (გერმანია) 7-9 ივლისს უმასპინძლებს.
კაცთა ჩემპიონატში ტრადიციულად 12 გუნდი მიიღებს მონაწილეობას: ესპანეთი, საფრანგეთი, ირლანდია, დიდი ბრიტანეთი, ბელგია, იტალია, პორტუგალია, გერმანია საქართველო, რუმინეთი, ლიეტუვა და ჩეხეთი.
გერმანიაში 7-კაცა ჩემპიონატის ეტაპი 2009 წლის შემდეგ ბრუნდება და იქ 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების მონაწილესაც ვიხილავთ, რადგან 25-27 ივნისს, პოლონეთში (კრაკოვი), ევროპული თამაშების ფარგლებში, პარიზის ოლიმპიადის შესარჩევი ტურნირი გაიმართება.
7-ქალა მეორე დივიზიონში, ალაფაზე ასევე ორ ეტაპს ითამაშებს და პირველს 16-18 ივნისს ზაგრები (ხორვატია), ხოლო მეორეს 7-8 ივლისს ბუდაპეშტი (უნგრეთი) მასპინძლობს.
ჩვენს 7-ქალასთან ერთად ითამაშებენ: თურქეთი, ნორვეგია, უნგრეთი, ფინეთი, დანია, მოლდოვა, ისრაელი, ავსტრია, ბულგარეთი, ლატვია და უკრაინა.