წარმატებული გამოდგა დღევანდელი დღე ზაგრებში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ქართული გუნდისთვის. ამჯერად ხორვატიულ ტატამზე გამარჯვება კლასიკოსებმა იზეიმეს.
ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ლერი აბულაძე ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებულია. აღსანიშნავია, რომ ქართველმა ზედიზედ მეორედ მოიპოვა ევროპის ჩემპიონის ტიტული. 63 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე სპორტსმენმა ფინალურ შეხვედრაში აზერბაიჯანელი ტალეჰ მამადოვი (5-1) დაამარცხა.
მის გარდა ამ დღეს, მართალია უმაღლესი ხარისხის ვერა, მაგრამ მედლების მფლობელი კიდევ რამდენიმე ქართველი გახდა. ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეებმა - ნუგზარ წურწუმიამ (55კგ) ფინალში, სომეხი რუდიკ მკრტიჩიანს შეხვედრის პირველივე ნახევარში 8-0 დაამარცხა), ლაშა გობაძემ (87კგ) აზერბაიჯანელი ისლამ აბასოვს სძლია) და იაკობ ქაჯაიამ (130 კგ) ქაჯაიამ კი რუმინელ ალექსუს კურარიუს მოუგო) მოიგეს.
აქვე გეტყვით, რომ ხვალ, ევროპის ჩემპიონატზე, მედლები დარჩენილი ხუთი წონითი კატეგორიაში გათამაშდება. ამ დღეს, ქართველთაგან ჯონი ხეცურიანი (67 კგ) ოქროსთვის იჭიდავებს. მისი მეტოქე კი, აზერბაიჯანელი ჰასრათ ჯაფაროვი იქნება.
ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციის ფოტოები