ქართველი სამბისტების ორი მედალი ჰაიფადან
ქართველი სამბისტების ორი მედალი ჰაიფადან
19.04.2023
ავტორი: TSFF.GE

წარმატებით ასპარეზობენ ქართველი სამბისტები ისრაელში, ჰაიფაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე. ინფორმაციას ქართველის ათლეტების ასპარეზობის შესახებ, ჩვენი ქვეყნის სპორტის სამინისტრო ავრცელებს სოციალური ქსელით.

დავით ლორიაშვილი ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორია. 98 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე სპორტსმენმა ფინალური ორთაბრძოლა სომეხ არსენ ხანჯიანთან დათმო.


ელენე ქებაძე  კი, ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია.  ქართველმა სამბისტმა ქალმა, რომელიც +80 კგ წონით კატეგორიაში ასპარეზობს, ნაკრებს პირველი მედალი მოუტანა.