შენგელიას 15 ქულა, 8 მოხსნა და MVP-ის ტიტული ბრძოლაში მოგებულ შეხვედრაში
20.04.2023
ავტორი: კალათბურთის ფედერაცია / ირაკლი პერტაია
იტალიის ჩემპიონატში მორიგი შედეგიანი მატჩი ჩაატარა თორნიკე შენგელიამ. მისი ვირტუსი სტუმრად სკაფატის შეხვდა და დაძაბულ ბრძლაში - 83:81 რომ მოუგო, ქართველი ფორვარდის დიდი დამსახურებაა.
შენგელია სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე თანაგუნდელთაგან ყველაზე მეტი - 31 წუთი გაატარა, რა დროშიც 15 ქულა, 8 მოხსნა და 3 პასი მიითვალა. მასზე მეტი - 16 ქულა მხოლოდ მილოშ თეოდოსიჩმა ჩააგო, თუმცა სარგებლიანობის ინდექსით საუკეთესო ქართველი ფორვარდი იყო და მან MVP-ის ტუტულიც დაიმსახურა.
ვირტუსს 21 მოგების წილ 6 მარცხი აქვს და სერია A-ს ლიდერობს.