„მილანი“ ჩემპიონთა ლიგის, „ნაპოლი“ კი სერია A-ს მოსაგებად აგრძელებენ ბრძოლას
„მილანი“ ჩემპიონთა ლიგის, „ნაპოლი“ კი სერია A-ს მოსაგებად აგრძელებენ ბრძოლას
19.04.2023
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი


„დიეგო არმანდოზე" ისე ვერ წავიდა საქმეები, როგორც გვინდოდა. მიუხედავად იმისა, რომ ხვიჩა, „ნაპოლის" შემადგენლობაში ყველაზე აქტიური იყო, ოსიმენმა კი, მატჩის მიწურულს მოახერხა გოლის გატანა, სპალეტის გუნდს, ეს უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის 2022-2023 წლების გათამაშების მომდევნო ეტაპზე გასასვლელად არ ეყო. ამასთან, კვარაცხელიას გაცუდებულმა 11-მეტრინმა არა მხოლოდ „ნეაპოლი", მისგან შორს მყოფი საქართველოც დაამწუხრა.


ვაკო ყიფიანი: მეოთხედფინალის წილისყრა რომ დასრულდა, მართლა ძალიან მეწყინა, რომ ჩემი საყვარელი გუნდი და ხვიჩა ერთმანეთს უნდა შეხვედროდნენ. 20 წელია ამ გუნდს ვქომაგობ და ყველაზე მეტად მეწყინა ეს ამბავი. ხვიჩა საუკეთესო იყო დღეს და ხანდახან ფორტუნა სწორედ ასეთ მომენტში გღალატობს. ორი მაგალითი საკმარისია. ბაჯომ 1994 წელს მარტომ გააგდო ნიგერია, ესპანეთი, ბულგარეთი, მაგრამ უმნიშვნელოვანესი პენალტი ააცილა. შევჩენკომ 2005 წელს ჯგუფში 3-ჯერ შეაგდო, მეოთხედფინალისა და ნახევარფინალის მატჩებში გაიტანა, მაგრამ ფინალში პენალტი ვერ გაიტანა. ამ ბიჭს ყველაფერი წინ აქვს, სკუდეტოსაც მოიგებს, ლიგასაც და ოქროს ბურთსაც. „მილანის" გასვლა გამიხარდა, უბრალოდ ასეთი ხვიჩას ნახვა არ მსურდა".


გეგი კიკაბიძე: „ამ გაფუჭებულმა პენალტმა შეიძლება უფრო დიდი ფეხბურთი გათამაშოს, ვიდრე იმ ნაჩვენებმა თამაშმა და სტატისტიკამ, რომელიც ზურგსუკან მოიტოვე! შენ უკვე დიდი ქართველი ხარ, დიდი კაცი და დიდი ფეხბურთელი! მადლობა იმ ყველაფრისთვის, რასაც საქართველოსთვის და ქართველებისთვის საერთაშორისო ასპარეზზე აკეთებ! @Khvicha Kvaratskhelia საუკეთესოთა შორის საუკეთესოობა ასეთი მარცხებით და ისეთი გამარჯვებებით მოდის, რომლითაც იკაფავ გზას პირველობამდე!"


გიორგი პავლიაშვილი: İკვარასნაირი დიდებული მოთამაშეები ბევრად ძლიერები ბრუნდებიან ესეთი მომენტების მერე. ძალიან კარგი შეგრძნებაა, როცა იცი რომ ერთ-ერთი ყველაზე სანახაობრივი, ტექნიკური და შეუჩერებელი მოთამაშე ქართველია, საუკეთესო იყო დღესაც. ის რაც მოხდა, ხდება. პენალტებსაც უკეთ დაარტყამს მომავალში.მადლობა ნაპოლის საოცარი სეზონისთვის, ეს გუნდი თუ შეინარჩუნეს, უფრო დიდი წარმატებებიც იქნება. Forza"...


ალეკო კაკაურიძე: „რაც არ გვკლავს, გვაძლიერებს. ასე იბადებიან ვარსკვლავები. მიდი და ყველაფერი მოიგე პირველ სეზონში, უტოპიურია..."


გიორგი ფულარიანი: „ჩემპიონთა ლიგაზე მილანს, რეალის არ იყოს, სულ სხვა მაგია აქვს. კვარამ კი დიდი სკოლა გაიარა. ტრაპის და მენიოს ეპიზოდები მისი კარიერული მოტივაცია უნდა გახდეს"...




ასე აფასებენ, კვარას დღევანდელ თამაშს სპორტული მედია ჩვენთან მის სამშობლოში, იტალიური გამოცემები კი, განსხვავებით PlayStation-ის მიერ მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელებული რაფაელ ლეაოსგან, უპირატესობას სწორედ ქართველს ანიჭებენ. უეფა-ს ოფიციალური გვერდიც, მატჩის მიმოხილვაში, ყველაზე ხშირად სწორედ ქართველის გვარს ასახელებს.


მიუხედავად იმისა, რომ თამაშის საწყისი წუთებიდან კვარაცხელია, ოსიმენი, რომელიც საბოლოოდ დაუბრუნდა გუნდს და პოლიტანო, სისტემატურად უტევდნენ „მილანის" კარს, სტუმრები ამ შეტევებს მომზადებულები და კონცენტრირებულნი ხვდებოდნენ.


„კვარაცხელიას ცოტა დააკლდა თავისი მაგიის ჩასატარებლად მეორე ტაიმის დასაწყისში", - წერს უეფა-ს ოფიციალური გვერდი და დასძენს, რომ ასეთი კიდევ ორი მომენტი ჰქონდაო. დღეს, ყველა, მიმდინარე სეზონის „ტვიქსისგან" სასწაულს ელოდა, თუმცა, კვარაცხელიასა და ოსიმენის და საერთოდ, ოსიმენისა და გუნდის ურთიერთგაგებას, დღეს, „ფხა აკლდა".


რაფაელ ლეაო („მილანი"): „მინდა, „მილანის" ყველა მოთამაშის მსგავსად გავაგრძელო ოცნება - ჩვენ ჩემპიონთა ლიგის მოგება გვინდა და ჩვენ ამ ოცნებას ერთი ნაბიჯით მივუახლოვდით. ჩვენ ბოლომდე უნდა ვეცადოთ".


სტეფანო პიოლი („მილანის" მწვრთნელი): „ბიჭებს ვულოცავ. ახლა, ნახევარფინალში გველოს კიდევ ორი ლამაზი, სტიმულის მომცემი და რთული თამაში. ჩვენ ბევრი გავაკეთეთ და ახლა შეჩერებას აღარ ვაპირებთ".


დავიდე კალაბრია („მილანი"): „მე ვამაყობ ამ გუნდით. ჩვენ ერთმანეთისთვის თავგამოდებით ვიბრძოლეთ. როდესაც ასე თამაშობ, შემთხვევით არ იგებ, თუნდაც დიდი გუნდების წინააღმდეგ, როგორიც ძლიერი „ნაპოლია".


ლუჩანო სპალეტი: („ნაპოლის" მთავარი მწვრთნელი): „ვულოცავ მილანს და ასევე, ჩემს ფეხბურთელებს. დიდებული ჩემპიონთა ლიგა გვგქონდა. ჩვენ მეოთხედფინალებს ცოტა განწყობის გარეშე შევხდით და ამისთვის დავისაჯეთ.


სხვათა შორის დღევანდელი თამაშის მიმდინარეობისას, ლაივ ჩათში და სოციალურ ქსელში გავრცელდა არა ერთი შეხედულება მსაჯების მიერ, განსაკუთრებით პირველ ტაიმში დაშვებულ შეცდომებზე და  ეს ყველაფერი, იმისდა მიუხედავად, რომ თამაშზე, VAR მუშაობდა. მოგვიანებით, იტალიურმა გამოცემამ Gazzeta Dello Sport -მა აღნიშნულ მომენტებთან დაკავშირებით სოცქსელით ორივე გუნდის საზიანოდ დაფიქსირებული მომეტები გამოარჩია და გაავრცელა.




ორი შეხვედრის ჯამში, 1/2 ფინალში „მილანი" გავიდა და ახლა ისინი, გუარდიოლას გუნდის მოლოდინში და 1/4-იდან განსხვავებული მოწინააღმდეგის მოლოდინში არიან, თუმცა, პეპის გუნდ ჯერ ხვალინდელი მატჩი  აქვს სათამაშო „ბაიერნთან", რომელიც სახლში მაქსიმალურად მობილიზებული გამოვა.


მანამდე კი, კვლა დღევანდელი წყვილის შესახებ მცირე სტატისტიკა:


„მილანმა" მე-13 მოახერხა ევროპის ოთხ საუკეთესო კლუბს შორის მოხვედრა, 9 გამარჯვებითა და 3 მარცხით. 1/2  ფინალებში ყველაზე მეტჯერ „რეალი" (32), „ბაიერნი" (20) და „ბარსელონა" (17) არიან გასულები.


„მილანი" ოთხთა შორის მეშვიდედ ითამაშებს და ამ მაჩვენებლით, იტალიის რეკორდსმენს, „იუვენტუსს" გაუტოლდება.


ოსომენის გვიანი გოლი, გახდა პირველი „მილანისთვის" რომელიც, გუნდმა ჩემპიონთა ლიგის ბოლო 6 მატჩი გაუშვა და ცოტა დააკლდათ იმ მაშვენებლამდე (2004-05 წლების სეზონის შემდეგ), როდესაც მშრალად შენახული 7-მატჩიანი სერია ჰქონდათ


ოლივიე ჟირუ (36 წლისა და 200 დღის) არის ასაკით მეორე ფრანგი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის მატჩში ლორან ბლანის (36 წლისა და 338 დღე) შემდეგ, გოლი გაიტანა. ბლანმა ეს, 2002 წელს, „ოლიმპიაკოსთან" შეხვედრისას გააკეთა.


„ნაპოლი", მას შემდეგ რაც 2017-18 წლების სეზონის მე-4 სათამაშო ტურში, სახლში „მანჩესტერ სითისთან" წააგო, ჩემპიონთა ლიგაზე 9 მოგებითა და 4 ფრედ დასრულებული შეხვედრით და საერთო ჯამში 13 წაუგებელი მატჩით საშინაო თამაშებში დაუმარცხებელია.  


პართენოპეელებმა, სახლში ბოლოს ჩატარებული 26 მატჩიდან, უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის გათამაშებებზე, მხოლოდ ერთხელ ვერ მოახერხეს გოლის გატანა.


შეგახსენებთ, რომ „მილანის" მეტოქე ხვალ, 23:00 „ინტერისა" და „ბენფიკას" დაპირისპირებისას გაირკვევა.



ფოტო: © Tullio Puglia - UEFA/UEFA via Getty Images